FM97.5 / LIVE

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2019
სახელფასო დავალიანების გადაუხდელობის გამო, ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ. კომპანიის ხელმძღვანელს თანამშრომლებისთვის ხელფასი 10 ივლისამდე უნდა დაერიცხა, თუმცა პირობა არ შეასრულა.

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ

დღეს, 10 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან, თანამშრომლებმა სამუშაოები უკვე მეორედ შეაჩერეს. მათი თქმით, კომპანია „დემირიოლსერვისის“ ხელმძღვანელობა მათ დაჰპირდა, რომ ოთხი თვის ანაზღაურებას ცხრა ივლისს მიიღებდნენ. მუშებმა დღის პირველი ნახევარი მოლოდინის რეჟიმში იმუშავეს, თუმცა ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ. ამიტომ სამუშაოები აღარ გრძელდება. გაჩერებულია ტექნიკა და ქვის სატეხი ქარხანა.

„ისევ შევწყვიტეთ მუშაობა, მოვილაპარაკებთ და გვინდა ხვალ დილით ჩვენი მოთხოვნები წავუყენოთ კომპანიას. სამ ივლისს რომ გავიფიცეთ, ორ დღეში დავუბრუნდით სამუშაოს. მაშინ გვითხრეს, თუ 10 რიცხვში არ იქნება ხელფასი, ისევ გააგრძელეთ პროტესტიო. ახლა ვერ ვუკავშირდებით სათაო კომპანიას. ადგილობრივი ხელმძღვანელობა სამი დღეა, თბილისშია წასული“, - ამბობს რკინიგზაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა.

მუშების თქმით, თუ უახლოეს მომავალში ხელფასი არ დაირიცხება, თბილისში კომპანიის სათაო ოფისში წავლენ და კუთვნილ ანაზღაურებას იურისტების დახმარებით მოითხოვენ: „არავინ არაფერი იცის, როდის იქნება ხელფასი. იმედი მაინც რომ გვქონდეს, გავაგრძელებდით მუშაობას. ამხელა საერთაშორისო პროექტია და ჩვენ კიდევ ოთხი თვის ხელფასს არ გვაძლევენ და გვატყუებენ“.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამ მონაკვეთზე მშენებლობას კომპანია „დემირიოლსერვისი“ ახორციელებს. ახალქალაქი –კარწახის უბნის უფროსი მურად ბუაძე ამბობს, რომ მათი კომპანიის სახელზე თანხა უკვე ჩარიცხულია, მუშები კი ანაზღაურებას 12 ივლისს მიიღებენ.

„დააგვიანდა ერთი დღე ხელფასს. მე ახლა თბილისში ვარ, პარასკევს ავალ და ავიტან ხელფასს. ლაპარაკია, რომ ოთხივე თვე ანაზღაურდეს, მაგრამ ზუსტად რამდენი იქნება დარიცხული, არ ვიცი. ფული ჩაირიცხა 10 ივლისს, მაგრამ ხომ უნდა დავითვალოთ და დავიანგარიშოთ, ვის რამდენი ეკუთვნის?!“, - ამბობს ბუაძე.

მისივე თქმით, სახელფასო ანაზღაურების დაგვიანება იმან გამოიწვია, რომ პირველი აგვისტოდან ახალციხე-მარაბდის მონაკვეთზე სამუშაოებს სხვა კომპანია – „ფოლადი“ გადაიბარებს. მუშებთან კი, ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებენ: „ახალი კომპანიის წარმომადგენლებს ველაპარაკე და მითხრეს, სხვა თანამშრომლების მოყვანას არ ვგეგმავთ, უფრო მეტი დაგვიჯდება. ამიტომ, ვისაც მუშაობა უნდა, ჩვენ პრობლემა არ გვაქვსო“.

ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტის ნიშნად, სამ ივლისს გაიფიცნენ. მათ ოთხი თვის ხელფასი არ მიუღიათ. კომპანიის ხელმძღვანელობის დაპირების შემდეგ, თანამშრომლები სამუშაოზე ხუთ ივლისს დაბრუნდნენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს
ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ
ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა თურქეთიდან შემოსულ  მატარებელს გზა გადაუკეტეს [ფოტო/ვიდეო]
ახალქალაქიში რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
ახალქალაქში მუშებმა გაფიცვა დაასრულეს