FM97.5 / LIVE

დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შეჩერდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2019
ადიგენში, მლაშე–მოხე–დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შეჩერდა. კომპანია, სამუშაოებს ხეების მოჭრის ნებართვის მიღების შემდეგ გააგრძელებს. ამისთვის სამინისტრომ მთის ის ნაწილი, სადაც გზა გაივლის, ტყის ფონდიდან უნდა ამოიღოს.

დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შეჩერდა

სოფელ კიკიბოსთან, მეწყერის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთთან, ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის 375 476 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულება შპს „არალთან“ 12 მაისს გაფორმდა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განგვიმარტეს, გამოყოფილი ტყის ფონდი, სადაც ალტერნატიულმა გზამ უნდა გაიაროს, საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ ტყეში ხეების მოჭრის ნებართვის მისაღებად, ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს და გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

„ციცაბოა ის ადგილი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს და მოითხოვა დამატებით ტყის ფონდის ამორიცხვა“, – გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოდერძი სხირტლაძემ.

სპეციალური განკარგულების მოლოდინში კი, შპს „არალმა“ სამუშაოები შეაჩერა. კომპანიის დირექტორი დიმიტრი თათეშვილი განმარტავს, რომ მას შემდეგ, როდესაც ნებართვას მიიღებენ, სამუშაოები კვლავ გაგრძელდება: „დათქმულ ვადაში შევძლებთ გზის მშენებლობის დასრულებას. ველოდებით ნებართვას, რომ სამუშაოები გავაგრძელოთ“.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს „არალმა“ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვეში უნდა დაასრულოს. ალტერნატიული გზის სიგრძე 350 მეტრი იქნება.

ადიგენში, დერცელი–კიკიბოს გზაზე, მეწყერი 2018 წლის 26 მარტს ჩამოწვა. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს და გადაწყდა, რომ ალტერნატიული გზის გაყვანა იყო საჭირო. ადიგენის მერიამ გასულ წელს საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორჯერვე ჩავარდა, რადგან მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

[თორნიკე ზაზაძე, ადიგენი]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის  მშენებლობა დაიწყო
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
ხუთი თვის შემდეგ დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის დაპროექტება დაიწყო
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზა გაზაფხულამდე ვერ შეკეთდება
დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის პროექტმა კიდევ ათი დღით გადაიწია
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ