FM97.5 / LIVE

კონფლიქტი ანის სკოლაში – მასწავლებელი დირექტორს სასამართლოში უჩივის

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2019
ახალციხეში, სოფელ ანის საჯარო სკოლის მასწავლებელს ანა კეღოშვილს, დირექტორის განცხადების შემდეგ, დისციპლინურმა კომიტეტმა საყვედური გამოუცხადა. პედაგოგს, სამასწავლებლოში ტელეფონით ფარულად ხმის ჩაწერას ედავებიან.

კონფლიქტი ანის სკოლაში – მასწავლებელი დირექტორს  სასამართლოში უჩივის

ანა კეღოშვილს საყვედური სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა 24 ივნისს გამოუცხადა.

„ანა კეღოშვილს სხვისი საუბრის უნებართვოდ ჩაწერის გამო, დისციპლინური სახდელის სახით, მიეცეს საყვედური პირად საქმეში შეტანით“, – წერია ბრძანებაში.

მასწავლებელი ამბობს, რომ მას ხმის ჩამწერი არ ჩაურთავს. იგი ვარაუდობს, რომ განგებ მოუწყვეს, რადგან წლებია დირექტორთან უთანხმოება აქვს: „სამასწავლებლოში ვტოვებ ხოლმე ტელეფონს, იმიტომ რომ გაკვეთილზე შეტანა არ შეიძლება. გაკვეთილის დასრულების შემდეგ შევედი სამასწავლებლოში და ვხედავ, რომ დირექტორს თავისი მობილური ხელში უჭირავს, კამერა აქვს ჩართული და ჩემს ტელეფონს უღებს. მითხრა, ხმის ჩამწერი გაქვს ჩართული და უნებართვოდ იწერდი ჩვენს ლაპარაკსო“.

კეღოშვილის თქმით, შემთხვევა მაისში მოხდა. მობილური სამასწავლებლოში, მაგიდის ქვეშ თაროზე ჰქონდა შენახული, იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს არ ახლებდნენ, ვერავინ გაარკვევდა იწერდა თუ არა ტელეფონი: “თვითონ ჩართეს და გამორთეს. უჯრაში იდო და მართლა ჩართული რომც ყოფილიყო, როგორ მიხვდებოდნენ? ესე იგი, აიღეს და ჩხრეკა დაუწყეს ტელეფონს“.

ანა ჰყვება, რომ მისი ტელეფონის უნებართვოდ შემოწმების ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„ჩემს მესიჯებს და ზარებს ამოწმებდნენ. წელს ჩვენს სკოლაში აუდიტი იყო შემოსული. სკოლაში არეულობა იყო. მესიჯი მქონდა გაგზავნილი ჩემი რძლისთვის, ისიც სკოლაში ასწავლის, ვინაა ეს აუდიტი, ნეტა როგორი კაცია–მეთქი ვეკითხებოდი. შემდეგ ეს მინაწერი დირექტორმა ლაპარაკის დროს გამოიყენა და მივხვდი, რომ წაკითხული ჰქონდა,“ – ამბობს კეღოშვილი.

დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე ვარაზი კურტანიძე ამბობს, რომ აღნიშნული საქმე დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა და საყვედური მასწავლებელს მსჯელობის შემდეგ გამოუცხადეს.

„მასწავლებლებს ახსნა–განმარტებითი ბარათები დავაწერინეთ, ყველამ ერთი აზრი დააფიქსირა, რომ კეღოშვილს ჩამწერი ჩართული ჰქონდა“, – ამბობს სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე ვარაზი კურტანიძე.

დისციპლინურ კომიტეტს განცხადებით სკოლის დირექტორმა მიმართა, სწორედ მისი მოთხოვნის საფუძველზე გამოუცხადეს ანა კეღოშვილს საყვედური.

მომხდარის შესახებ ანის სკოლის დირექტორს, მარიამ კაპანაძეს საუბარი არ სურს. "ჩემი მასწავლებელია და ჩემი სკოლის ამბებია, მე არ მაქვს სურვილი კომენტარი მოგცეთ. არ ვარ ვალდებული, რომ ამ კითხვებზე გიპასუხოთ. მიჩივლოს და მობრძანდით სასამართლოში. იქ ყველაფერს გაიგებთ“, – გვითხრა კაპანაძემ.

კეღოშვილის ინტერესებს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე დაიცავს.

ადვოკატის განმარტებით, ყველაფერი დირექტორთან დიდი ხნის წინ დაწყებული უთახმოების გამო ხდება და სარჩელს სასამართლოში მალე შეიტანენ.

„მაგ საქმეზე აბსურდული სხდომის ოქმია შედგენილი. თუ ხელი მოკიდეს და მის პირად სივრცეში, ტელეფონში შევიდნენ, დანაშაული ესაა. მას არ ჩაურთავს ხმის ჩამწერი და რომც ჩაერთო, ეს არაა აკრძალული “, – ამბობს ბარძიმაძე.

იურისტი ეკა აბაშიძე ამბობს, რომ უნებართვოდ ხმის ჩაწერა დარღვევაა, „თუმცა რანაირად დაადასტურებს სკოლა, რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა?!“

„სკოლის შინაგანაწესი უნდა გამოვითხოვოთ. ვნახოთ, შიგ რა წერია ამასთან დაკავშირებით. თუმცა ხმის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ პირის თანხმობით. ეს მასწავლებელი იწერდა თუ არა მის საუბარს, ხომ არ ვიცით? ამაზე უფრო დიდი დანაშაული კი ისაა, თუ მისი მობილური უნებართვოდ აიღეს და ნახეს“, – ამბობს აბაშიძე.

კეღოშვილი იხსენებს, რომ დირექტორთან ურთიერთობა პირველად 2016 წელს დაეძაბა, როდესაც ერთ–ერთი მასწავლებლის სკოლიდან წასვლის გამო, სინანული გამოხატა: „მასწავლებელი იძულებული გახდა, წასულიყო. სამასწავლებლოში ვთქვი, გული დამწყდა, რომ წავიდა–მეთქი. დირექტორმა კიდევ, ვისაც გინდათ, მიყევითო“.

ამას გარდა, მასწავლებელი გვიყვება, დირექტორი მას ეუბნებოდა, რომ სკოლიდან გათავისუფლებულ ადმინისტრატორს რუსუდან დავლაშერიძეს, დირექტორის წინააღმდეგ საჩივარი სწორედ კეღოშვილმა დააწერინა. ანის სკოლაში გათავისუფლებული ადმინისტრატორის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ აპრილში წერდა.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ანის სკოლის დირექტორს პედაგოგმა სასამართლო დავა მოუგო
ანის სკოლის მასწავლებელმა დისციპლინური სახდელის გაბათილებისთვის სასამართლოს მიმართა
ანის სკოლის საქმეზე  მთავარი მოწმეები დაიკითხნენ
ანის სკოლის პედაგოგის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
ანის სკოლის დირექტორის და პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაგრძელდება
ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო
მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს