FM97.5 / LIVE

'ძაღლებს სცემენ და მეც მომიძულეს' - ქუჩის ძაღლების გულშემატკივარი

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2019
ახალციხეში, მარდის დასახლებაში მცხოვრები მთვარისა აჯაფხანიანი ამბობს, რომ უპატრონო ცხოველების გამოკვების გამო, მეზობლების მხრიდან ზეწოლას განიცდის.

'ძაღლებს სცემენ და მეც მომიძულეს' - ქუჩის ძაღლების გულშემატკივარი

„მეჩხუბებიან, ძაღლები მოაშორე აქედანო. მე სახლში არ მყავს ეს ძაღლები. უბრალოდ, როცა ვჭამ, მახსენდებიან, რომ ქუჩაში მშივრები არიან. თუ არ ვაჭამე, სხვანაირად ლუკმა არ გადამდის“ – ამბობს მთვარისა აჯაფხანიანი.

იგი მარდის დასახლებაში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ცხოვრობს. ძაღლები, რომლებსაც საკუთარი პენსიის ფულით კვებავს, მის სახლთან ხშირად იკრიბებიან.

მთვარისა ამბობს, რომ მისი ქმედება გამვლელებში აგრესიას იწვევს და ხშირად არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ერიდებიან.

„ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიაა. მაღაზიაში ხშირად ბავშვები მოდიან, ზოგს ეშინია, ზოგი კი ფეხებს ურტყამს. არ იციან, როგორ უნდა მოექცნენ და ფიქრობენ, რომ ძაღლი უკბენთ. იქამდე მიმიყვანეს, რომ იურისტთან გავარკვიე, მქონდა თუ არა ძაღლების გამოკვების უფლება. მითხრეს, რომ უკანონოს არაფერს ჩავდიოდი“, – ამბობს მთვარისა.

ადგილობრივებს მათ ქუჩაზე მომრავლებული ცხოველები ნამდვილად არ მოსწონთ, თუმცა იმ ფაქტს, რომ მთვარისა აჯაფხანიანს ვინმე შეურაცხყოფას აყენებს კატეგორიულად უარყოფენ.

„რვა წლის ბავშვი მაღაზიაში გავგზავნეთ და ძაღლმა ყეფით შეაშინა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ძაღლები აქ აღარ იყვნენ“, - გვითხრა რუბიკ გასპარიანმა.

„ჩემი სახლის კიბეებს სვრიან, მაღაზიაში და ქუჩაზე ვინც მოძრაობს, მათაც უღრენენ ხოლმე და ხალხიც ბრაზდება,“ - გვითხრა მთვარისას ერთ-ერთმა კარის მეზობელმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა.

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, სოფელ ფარეხის ტერიტორიაზე, მიმდინარე წელს აშენდება, სადაც ცხოველებს უმკურნალებენ, ჩაუტარებენ აცრებს და გაუკეთდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, რის შემდეგაც ისევ ქუჩაში დააბრუნებენ.

„აჭამონ ძაღლებს და აღარ იქნებიან აგრესიული. ბავშვებს უნდა ასწავლონ ცხოველის მოვლა, ეს სხვა ბევრ პრობლემასაც მოაგვარებს, რადგან ცხოველები ადამიანებს აკეთილშობილებენ“, – ამბობს მთვარისა აჯაფხანიანი.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

'მინდა ისეთი სიყვარული შემეძლოს, როგორიც ცხოველებს შეუძლიათ' – ცხოველთა მოყვარულები [ფოტო/ვიდეო]
ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]
ქუჩაში გაყრილი ძაღლები - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
თავშესაფრის აშენებამდე მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაცია–კასტრაციას უტარებენ
ახალციხეში მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაცია-კასტრაციას უტარებენ
ტურისტები ახალციხის ციხეზე მიუსაფარ ძაღლებთან ერთად [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში ძაღლმა ორი  ბავშვი დაკბინა