FM97.5 / LIVE

ბორჯომში ქალს სატვირთო დაეჯახა

მთავარისიახლე, შემთხვევა 09.07.2019
ქალაქ ბორჯომში, 70 წლამდე ქალს, სატვირთო მანქანა დაეჯახა. დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ბორჯომში ქალს სატვირთო დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ბორჯომში დღეს, ცხრა ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა. ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო დაეჯახა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია „ბორჯომმა“ გაავრცელა.

ამ წუთებში, დაზარალებულს ოპერაცია უტარდება. ბორჯომის საავადმყოფოში კონკრეტული დაზიანებების შესახებ ვერ საუბრობენ. მათი თქმით, ქალს ფეხზე ოპერაცია უტარდება.

„ერთი პაციენტია შემოყვანილი, დაახლოებით 70 წლამდე ქალი. ახლა ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ამის შემდეგ გამოჩნდება, რა კონკრეტული დაზიანებები აქვს“, - განმარტავენ ბორჯომის საავადმყოფოში.

შემთხვევის გამო, ბორჯომში გზა გადაიკეტა და მოძრაობა შეიზღუდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

მომხდართან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭე“ შსს-სგან ინფორმაციას ელოდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ბორჯომში ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხი მოჰკვეთეს
ივლიტასთან, ავტოავარიის დროს დაზარალებულ ქალს გამოკვლევები უტარდება
ახალციხეში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა
სოფელ ივლიტასთან ქალს ავტომანქანა დაეჯახა
ასპინძაში ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომანქანა დაეჯახა
ბორჯომში სახელმწიფო უწყების თანამშრომლები დაჭრეს