FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.07.2019
მესხეთის თეატრის შენობის სრული რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტებს ტენდერში გამარჯვებული შპს „დემარკი" მოამზადებს.

მესხეთის თეატრის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სადენტერო დოკუმენტების მიხედვით, მესხეთის თეატრის რეაბილიტაციისთვის, საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად 343 700 ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ თანხაზე გაფორმდა ხელშეკრულება შპს "დემარკთან". თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

„მთლიანი შენობის რეაბილიტაციას ჩავატარებთ. სარდაფებიდან დაწყებული, შიგნით სკამები, იატაკი, ჭერი, სხვადასხვა ოთახები, საგრიმიორო, სველი წერტილები – ყველაფერი დაინგრევა და ახალი გაკეთდება. გაკეთდება სახანძრო სისტემა, დამონტაჟდება კონდიცირების სისტემა, როგორც ყველა თანამედროვე თეატრშია, ისე. სახურავი და მცირე სცენა გაკეთებული გვაქვს. ამიტომ, ამათ გარდა, ყველაფერს ჩაუტარდება რეაბილიტაცია“, – ამბობს მესხეთის თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი.

მისივე თქმით, თეატრის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება. „ნოემბერში თუ ჩამაბარებენ პროექტს, წელს გაკეთება ვეღარ მოესწრება“.

საპროექტო დოკუმენტების მომზადების ბოლო ვადა, ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღეა. მესხეთის თეატრმა შპს „დემარკთან" ხელშეკრულება 26 ივნისს გააფორმა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ორი წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, მესხეთის თეატრში სცენას დააგებენ
ჯილდო მესხეთის თეატრის ხელმძღვანელს
მესხეთის თეატრის გარდერობსა და ფოიეში წყალი ჩადის
მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს
ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო
სოფელ ელიაწმინდაში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ვის დაეკისრა მესხეთის თეატრის დაზიანებული სახურავის შეკეთება?