FM97.5 / LIVE

ახალციხეში დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.07.2019
13 სექტემბრიდან მესხეთის თეატრი დრამატურგიის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ახალციხეში დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

ფესტივალი, მესხეთის თეატრში, 13 სექტემბერს, თავისუფალი თეატრის სპექტაკლით გაიხსნება და 13 ოქტომბერს დაიხურება. როგორც თეატრში აცხადებენ, გახსნაც და დახურვაც გრანდიოზული იქნება და მაყურებლისთვის სიურპრიზად დატოვებენ.


„ჩვენთან ჩამოვლენ შემდეგი თეატრები: ქუთაისის, ჭიათურის, ცხინვალის, ფოთის, დმანისის, ბათუმის, ოზურგეთის, რკინის თეატრი, გორის, თელავის, ზესტაფონის, სენაკის, რუსთავის, ამბროლაურის; ასევე – ახმეტელის, მარჯანიშვილის, მოზარდ მაყურებელთა, რუსთაველის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის თეატრები; უკრაინიდან გვეწვევა ნიკოლაევის და ხერსონის თეატრები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური დასები ყაზახეთიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან და პოლონეთიდან,“ – გვითხრა მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული დრამატურგიის ფესტივალში პირველად მიიღებენ მონაწილეობას უცხოეთიდან ჩამოსული თეატრები.

"ფესტივალი ემსახურება ქართული დრამატურგიის პოპულარიზაციას, წახალისებასა და განვითარებას“, – ამბობს სულუაშვილი.

ფესტივალის ჩატარება თეატრს დააახლოებით 50 000 ლარამდე დაუჯდება. თეატრის ხელმძღვანელობის თქმით, სპექტაკლებზე დასწრება შესაძლებელი იქნება, როგორც ერთჯერადად ბილეთის შეძენით, ისე – აბონემენტით.

დრამატურგიის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მესხეთის თეატრის სცენაზე 31 სპექტაკლი გაიმართება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დასრულდა
ახალციხეს კულტურის მინისტრი ესტუმრება
რა სპექტაკლებით გრძელდება დრამატურგიის ფესტივალი
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება
მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს