FM97.5 / LIVE

ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.07.2019
ნინოწმინდის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ჯებირისა და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული სამმილიონიანი ტენდერი არ შედგა.

ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო

ფოკის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და ფარავნის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ, მთავრობის წარმომადგენლებმა პირველ ივნისს, „წმინდა ნინოს გზის“ მსველელობის დაწყებისას განაცხადეს. ტენდერი შვიდ ივნისს, 3 050 982 ლარზე გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და მის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, ფარავნის ტბის ჯებირის გაკეთებას.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები:

► ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის რეაბილიტაცია და პარკინგის მოწყობა გზის მიმდებარედ, მონასტრის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე;
► ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, რომელიც სამი მცირე ზომის ერთსართულიანი შენობისაგან შედგება:
- ვიზიტორთა მისაღები სივრცე – მცირე მაღაზია-კაფე, სადეგუსტაციო ოთახი, სამზარეულო და დამხმარე სათავსოები;
- საეკლესიო მაღაზია;
- საზოგადოებრივი საპირფარეშო.

► დარბაზული სახლის რეაბილიტაცია;
► სამეურნეო დანიშნულების სათავსოს აშენება, არსებული სამეურნეო შენობის გვერდით;
► ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდის მოწყობა;
► ტერიტორიის კეთილმოწყობა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივი ქვის ღობეებით, გარე განათებით.
► ფარავნის ტბის ნაპირას საყოველთაო სანათლავისა და საფეხმავლო პანდუსის მშენებლობა.
► ფარავნის ტბის ნაპირას ავტოსადგომის, სანკვანძისა და გადმოსახედის მშენებლობა.
► ფარავნის ტბის წყლის სარეგულაციო ფარის მშენებლობა.
► წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსიდან საყოველთაო სანათლავამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთება და გარე განათების სისტემის მოწყობა.
მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი, უახლოეს მომავალში, კიდევ ერთხელ გამოცხადდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ნინოწმინდა]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
ფოკის დედათა მონასტერთან და ფარავნის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
სამინისტრო: საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
პრეზიდენტი და პრემიერი 'წმინდა ნინოს გზის' მსვლელობას შეუერთდნენ [ფოტო]
ბაკურიანში საფეხმავლო და ველობილიკის მოწყობა იგეგმება
ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს