FM97.5 / LIVE

ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.07.2019
ონლაინ სივრცეში პერსონალური მონაცემები დაცვის, ქალთა მიმართ განხორციელებული კიბერ ბულინგის, მისი სამართლებრივი ასპექტების შესახებ, ახალციხეში შეხვედრა/ტრენინგი იგეგმება.

ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართება

თემაზე #შენიუსაფრთხოებისთვის #ForYourSafety ტრენინგი/საინფორმაციო შეხვედრა 13 ივლისს, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში 12:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრა სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციის (CIA) ორგანიზებითა და ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება და იგი ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის მიზანია ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის/მუქარის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, პრევენცია, რეაგირება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის სათანადო მექანიზმების მხარადაჭერა.

ღონისძიების ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:

Ø კიბერ ჰიგიენა, პერსონალური მონაცემები და მათი დაცვა ონლაინ სივრცეში;
Ø ქალთა მიმართ განხორციელებული კიბერ ბულინგი;
Ø სამართლებრივი ასპექტები;
Ø კიბერ სოლიდარობა;

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით მცხოვრებ საკითხით დაინტერესებულ 15-35 წლის ნებისმიერ პირს.
დაინტერესების შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ონლაინ ფორმის შევსება, არაუგვიანეს 12 ივლისისა.

დასწრება თავისუფალია.

[თაკო ფეიქრიშვლი, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

არა ძალადობას! არა ფემიციდს! – ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს [Photo]
ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
კვლევის მიხედვით ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია
მეცხრე კლასელებთან ქალზე ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
25 ნოემბერი – გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან