FM97.5 / LIVE

ქართულ ხორბალს 'მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში' წარადგენენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.07.2019
ქართული ხორბლის ენდემურ სახეობებსა და საქართველოში ხალხური სელექციით მიღებულ ჯიშებს, სახელმწიფო „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგენს.

ქართულ ხორბალს 'მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში' წარადგენენ

ქართული ხორბლის კულტურის იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ შეტანისთვის გარკვეული მოთხოვნების შესრულების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა და ქართული ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ლალი მესხმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება დარგის ექსპერტებით, სახელმწიფო უწყებებისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან შემდგარი ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ქართულმა ხორბალმა მსოფლიოში დამსახურებული აღიარება მოიპოვოს.

„ქართულ ენდემურ ჯიშებს უნიკალური თვისებები ახასიათებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ენდემური სახეობების, სუფთა ჯიშის სათესლე მასალის წარმოებას და კერძო სექტორში გავრცელებას. ეს ხელს შეუწყობს როგორც ენდემური ჯიშების გამრავლებას, პოპულარიზაციას და წარმოებაში დაბრუნებას, ასევე პურის ცხობის ტრადიციების და წეს-ჩვეულებების აღდგენას, რაც ქვეყანაში აგროტურიზმს განავითარებს“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქართული ხორბლის ენდემური სახეობების სათესლე მეურნეობების შექმნის, გავრცელებისა და კომერციალიზაციის საკითხებს.

2018 წლის სექტემბერში, „ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში იქნა შეტანილი. 2019 წლის 25 მარტს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

საქართველოში დაფიქსირებულია ხორბლის 14 სახეობა და 188 სახესხვაობა, რაც ასეთი მცირე ფართობის მქონე ქვეყნისთვის უჩვეულო რაოდენობაა“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ქართული ხორბლის თემაზე მომზადებული მასალა – 'დიკა' და 'წითელი დოლი'

[sknews.ge]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს[R]
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა
შეხვედრა ხორბლის მწარმოებელ ფერმერებთან [R]
'დიკა' და 'წითელი დოლი' – უძველესი ქართული ხორბალი  გადაშენებას მესხმა ფერმერებმა გადაარჩინეს
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კახეთში ალოობა დაიწყო [R]