FM97.5 / LIVE

ახალციხის ოთხ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.07.2019
ახალციხის N2 , N6, ვალის N2 და ურაველის საჯარო სკოლებში, შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება. ოთხივე სკოლის სამუშაოებზე ახალციხის მერია ტენდერებს აცხადებს. მათი საერთო ღირებულება 436 441 ლარია.

ახალციხის ოთხ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, ახალციხის N2 საჯარო სკოლაში სველი წერტილები მოეწყობა. მოწესრიგდება ხელსაბანები, უნიტაზები და კარები.

შეიცვლება ელექტრო გაყვანილობისა და გარე წყალმომარაგების სისტემა. სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 246 502 ლარია გამოყოფილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება ახალციხის N6 სკოლაშიც. აქ სახურავის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია ძველი სახურავის დემონტაჟი და ახლის გაკეთება. საწვიმარი ღარის და წყალშემკრები მილების, ასევე სხვენში ასასვლელი ლითონის კიბის მოწყობა, სამუშაოებისთვის 66 699 ლარი განისაზღვრა.

სველი წერტილები მოწესრიგდება ვალის N2 საჯარო სკოლაში. სანიტარული კვანძების, გათბობის სისტემისა და საქვაბის მოწყობისათვის ტენდერი 72 780 ლარზე ცხადდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველის სკოლაში კი მხოლოდ სველი წერტილის მოწესრიგება იგეგმება. ამისთვის 50 460 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული შენობების რეაბილიტაციისათვის ახალციხის მერიამ ტენდერი 4 ივლისს გამოაცხადა. ახალციხის N2 საჯარო სკოლის სამუშაოებზე წინადადებების მიღების ბოლო ვადა 25 ივლისია, დანარჩენი სამი სკოლისათვის კი – 15 ივლისი.

ოთხივე სკოლაში სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს
საბავშვო ბაღებში სველი წერტილები რემონტდება
ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა
ახალციხეში ‘სათნოების სახლის’ რეაბილიტაცია დაიწყო
2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ
ზარზმელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება
2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ნინოწმინდაში - სად რა კეთდება?