FM97.5 / LIVE

გამოცდების შედეგები ათ დღეში გაირკვევა

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.06.2012
გამოსაშვები გამოცდები დამთავრდა. რამდენმა მოსწავლემ გადალახა ბარიერი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარ მონაცემებით, სოფლის სკოლებთან შედარებით, ქალაქის სკოლებში უკეთესი შედეგებია

 გამოცდების შედეგები ათ  დღეში გაირკვევა

გამოსაშვები გამოცდების შედეგები ოფიციალურად მხოლოდ 15 ივნისს გახდება ცნობილი. ამ დრომდე შესაძლებელი იქნება საგამოცდო ბარიერის განსაზღვრაში გარკვეული ცვლილებების შეტანა ან იმ მოსწავლეების ქულების დამრგვალება, ვისაც გამოცდის წარმატებულად ჩაბარებისთვის მხოლოდ მეათედი ან მეასედი ქულა დააკლდა. თუმცა დღეისთვის მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც გამსვლელ ბარიერად ანგარიშობენ წინასწარ განსაზღვრულ 5.2 ქულას ქართულ ენაში არაქართული სკოლების მოსწავლეებისთვის და 5.5 ქულას ყველა სხვა საგანში.

სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების თქმით, წლს გამოცდებზე შედარებით სიმშვიდე იყო. მოსწავლეებისთვის ასეთი გამოცდა სიახლე აღარ იყო, თუმცა, ბავშვებმა სხვადასხვა სკოლებში გამოცდები სხვადასხვანაირად ჩააბარეს.

ქალაქის ხუთი სკოლის დამამთავრებელი კლასის 114 მოსწავლე 8 დღის განმავლობაში აბარებდა გამოცდებს სამ – პირველ, მე-2 და მე-4 სკოლებში.

ახალქალაქის მე-4 სკოლა წელს 23-მა მოსწავლემ დაამთავრა, წინასწარ მონაცემებით ბარიერი 21-მა გადალახა. კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ორი მოსწავლის შედეგები რჩება.

მე-4 სკოლის მოსწავლემ არაიკ რაფიანმა ზუსტად არ იცის, ატესტატს მიიღებს თუ არა.

“ყველა გამოცდაზე გავედი, იყო რთული საგნებიც და ადვილებიც. ყველა საგანში შესაბამისი ქულა მოვაგროვე, მხოლოდ ფიზიკაში ავიღე ნაკლები – 5.16 ქულა”, - ამბობს იგი.

ახალქალაქის მე-3 სკოლის მოსწავლე ნელი ჭილაძეც გამოცდებს მე-4 სკოლის შენობაში აბარებდა. გოგონა შედეგებში დარწმუნებულია: “რა გითხრათ, ყველა გამოცდა ჩავაბარე. ფიზიკისა და მათემატიკის მეშინოდა, მაგრამ უფრო რთული ბიოლოგია აღმოჩნდა. რთული კითხვები, ძირითადად, ანატომიიდან შემხვდა”.

მე-4 სკოლის დირექტორი გამოცდების შედეგებით კმაყოფილია.

“მთლიანობაში, ბავშვებმა გამოცდები წარმატებულად ჩააბარეს. მხოლოდ ორ საგანში, ორმა მათგანმა აიღო 5.16 ქულა”, - ამბობს მე-4 სკოლის დირექტორი ნათელა გრიგორიანი.

გამოცდების შედეგები დირექტორს ახალქალაქის პირველ სკოლაშიც მოწონს. მისი თქმით, შარშანდელ წელთან შედარებით შედეგები გაცილებით უკეთესია.

“გამსვლელი ქულა წელსაც იგივე რომ იყოს, როგორც შარშან, ჩაჭრილი მოსწავლეები არ გვეყოლება. გასულ წელს ჩაჭრილი მოსწავლეების მაგალითი საჩვენებელი გახდა ახლანდელი სკოლადამთავრებულებისთვის და მათ იცოდნენ, რომ გამოცდების ჩაბარებაში ცოდნისა და ბეჯითი მეცადინეობის გარდა არაფერი უშველიდათ. წელს საგამოცდო საგნების მასწავლებლები ჩვენს სკოლაში იანვრიდან დამატებით ამეცადინებდნენ ბავშვებს”, - ამბობს პირველი სკოლის დირექტორი რუზანნა ტეპოიანი.

სოფლის სკოლებში სურათი ცოტა სხვანაირია. იქ კითხვის ნიშნის ქვეშ უფრო მეტი მოსწავლის შედეგებია. დირექტორთა ნაწილი ერიდება იმ მოსწავლეების ზუსტი რაოდენობის დასახელებას, რომლებმაც წინასწარი ქულები ვერ აიღეს იმედით, რომ რაიმე შეიცვლება და ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება.

სოფელ ბუღაშენში სკოლა 14-მა მოსწავლემ დაამთავრა. გამოცდებში მონაწილეობა ყველამ მიიღო. წინასწარი მონაცემებით, 7-8 მოსწავლემ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, თუმცა, მათმა უმრავლესობამ 5.48 ქულა დააგროვა, ანუ მათ მხოლოდ 0.02 ქულა დააკლდათ. ამიტომაც მოსწავლეებს იმედი აქვთ, რომ მათ ქულებს დაამრგვალებენ და ატესტატებსაც მისცემენ.

სოფელ ალასტანში 14 სკოლადამთავრებულია, გამოცდები ყველამ მათივე სკოლაში ჩააბარა. სკოლის დირექტორმა არ მოისურვა დაეკონკრეტებინა, რამდენი მოსწავლის შედეგია საეჭვო.

სოფელ კარწახში სკოლა 7-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათაც, როგორც სკოლების უმრავლესობაში, ყველაზე დაბალი ქულები მათემატიკაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში დააგროვეს.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
ატესტატის ალტერნატივა