FM97.5 / LIVE

ახალქალაქიში რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.07.2019
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულმა თანამშრომლებმა, ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ, მუშაობა განაახლეს. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობისგან ხელფასის დარიცხვას 10 ივლისამდე ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ გაფიცვას გეგმავენ.

ახალქალაქიში რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს

დღეს, ხუთ ივლისს, ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებულებმა სამუშაოები განაახლეს. მათ პროტესტი დროებით, კომპანის დაპირების საფუძველზე შეწყვიტეს.

„გუშინ მთავარი ოფისიდან იყვნენ ჩამოსულები და გვითხრეს ანაზღაურებას ყველა მიიღებთ 10 ივლისამდეო. თან ყველა თანამშრომელს, უფროსებსაც ხელი მოგვაწერინეს პირველი აგვისტოდან გათავისუფლებაზე. სხვა კომპანია შემოდის და მერე ახალი ხელშეკრულებები დაიდებაო. ჯერ-ჯერობით ვიმუშავებთ, მაგრამ თუ ხელფასი არ დაირიცხება, ისევ გავაგრძელებთ პროტესტს“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა.

თანამშრომლების განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ პირველ ეტაპზე, მათ სამი თვის დავალიანება აუნაზღაურდებათ, მეოთხე თვისას კი აგვისტოში მიიღებენ: „დღეს ტექნიკა და ქვის საფქვავი ქარხანაც მუშაობს, მაგრამ სრული ანაზღაურება თუ არ მოხდება, ისევ გავჩერდებით“.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამ მონაკვეთზე სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „დემირიოლსერვისი“ ახორციელებს. კომპანიის ახალქალაქი–კარწახის უბნის უფროსი მურად ბურაძე ამბობს, რომ თანხის ანაზღაურება მომავალ კვირაში მოხდება.

„განაახლდა სამუშაოები. თავიდანვე ვამბობდი ამას, მაგრამ არავინ მიჯერებდა. სამშაბათს ან ოთხშაბათს მოიტანენ ფულს და აუნაზღაურდებათ. ეს იყო დროებითი მოვლენა, იმიტომ, რომ სხვა კომპანია შემოდის ჩვენს ნაცვლად და იმათ უნდა გადავაბაროთ ყველაფერი. ზოგი, ვისაც შვებულება ჰქონდა, ისინი არ არიან მარტო გამოსულები“.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქის მონაკვეთზე მუშები ხუთი დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. ისინი ამბობენ, რომ თებერვლის შემდეგ ანაზღაურება არ მიუღიათ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ
ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს
ახალქალაქში მუშებმა გაფიცვა დაასრულეს
ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა თურქეთიდან შემოსულ  მატარებელს გზა გადაუკეტეს [ფოტო/ვიდეო]
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ