FM97.5 / LIVE

'რაზეც მოვხვდები, ყველაფერს ვისწავლი', - ზოგადი უნარების გამოცდა დასრულდა

მთავარისიახლე, განათლება 04.07.2019
ზოგადი უნარების გამოცდა დასრულდა. დღეს, ოთხ ივლისს, პირველ სესიაზე, დარეგისტირებული 337 აბიტურიენტიდან, გამოცდაზე ყველა მივიდა, მეორე სესიაზე კი, 337–დან შვიდი არ დაესწრო.

'რაზეც მოვხვდები, ყველაფერს ვისწავლი', - ზოგადი უნარების გამოცდა დასრულდა

ჯამში ზოგადი უნარების გამოცდა ახალციხეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1293 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან, გამოცდაზე 1225 მივიდა.

„ვინერვიულე, რადგან ვერბალური ვერ მოვასწარი", - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა გვანცა მაღრაძემ, რომელიც ფსიქოლოგიის, სამართლის ან დიზაინის სწავლას გეგმავს - „რაზეც მოვხვდები, ყველაფერს ვისწავლი“.

მომავალი ჯარისკაცის, ზინაიდა თარხნიშვილისთვის მათემატიკური ნაწილი ადვილი იყო: „ვერბალურს რაც შეეხება, ტექსტები იყო ჩასაწვდომი, მეტი დრო დასჭირდა. სად ვაბარებ? – გორის სამხედრო აკადემიაში მივდივარ“.

გამოცდა ორი ნაწილისგან შედგება, ვერბალური და მათემატიკური ნაწილი. თითოეული ნაწილი 1 საათი და 35 წუთი გრძელდება.

ზოგადი უნარების გამოცდა დღეს დასრულდა. ეროვნული გამოცდები ხვალ, მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება.

5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

უცხოური ენა:

8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება;
22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.


2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

17 - ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B);
18 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - B);
22 - ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - A);
23 - ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C);
23 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - A);
24 - ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ
აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ
ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია
2017 წლის გამოცდების ჩატარების  განრიგი

კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყება