FM97.5 / LIVE

რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2020 წლის ინფრასტრუქტურულ ბიუჯეტზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.07.2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის განხილვას ექვსივე მერი ესწრებოდა.

რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2020 წლის ინფრასტრუქტურულ ბიუჯეტზე იმსჯელეს

მინისტრის მოადგილემ სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი პროექტები წარადგინა. 2019 წელს 9 სხვადასხვა პროგრამიდან (მათ შორის რეგიონული ფონდი, სოფლის პროგრამა, სკოლების მშენებლობა და სხვა) მუნიციპალიტეტებისთვის 420 მილიონი ლარია გამოყოფილი, 2020 წლისთვის 110 მილიონით მეტი, ანუ 530 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის თქმით, შეხვედრა მერიებს 2020 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დაეხმარება: „შეხვედრებზე, როგორც დაგეგმვის პროცესზე, ასევე პროექტების მოცულობების განსაზღვრაზე ვსაუბრობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მუნიციპალიტეტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, არამედ ლიმიტებზე მუშაობა, ანუ ზუსტად რა რესურსები დაჭირდება ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს 2020 წელში განსახორციელებელ პროექტებზე”.

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ 2020 წელს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ ვიცით რა თანხებზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია; შესაბამისად უკეთ მოვემზადებით და შევიძენთ პროექტებს“, - გვითხრა შეხვედრიდან გამოსულმა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.
2020 წელს განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტზე შეხვედრა მერებთან, სამცხე-ჯავახეთამდე, ქვეყნის ოთხ რეგიონში უკვე გაიმართა.

დღევანდელ შეხვედრას, მხარის რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან და მერებთან ერთად, ესწრებოდნენ რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები ენზელ მკოიანი და გია კოპაძე.

რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2020 წლის ინფრასტრუქტურულ ბიუჯეტზე იმსჯელეს

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
მერებმა მშენებლებს 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებს წელს 230 მილიონი ლარი გამოეყო
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა გამართა