FM97.5 / LIVE

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.07.2019
ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული მუშები გაფიცვას აგრძელებენ. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუშები სამუშაოს დროულად დაუბრუნდებიან, ანაზღაურების გაცემას მომავალი კვირიდან, ეტაპობრივად დაიწყებენ.

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენკადრი რადიო "ნორის" ვიდეოდან

გაფიცულ მუშებს დღეს, სამ ივლისს, კომპანია „დემირიოლსერვისის“ წარმომადგენლები გაესაუბრნენ: „დაგველაპარაკნენ და გვითხრეს, ჯერ ორი თვის ხელფასს მოგცემთ და დანარჩენს მერე აგინაზღაურებთო, მაგრამ თანახმა არ ვართ. დღეს მუშები სახლში წავიდნენ, რომ ცოტა მოწესრიგდნენ. ხვალ ისევ შევიკრიბებით, მაგრამ არ ვიმუშვებთ, სანამ სრულად არ დაგვირიცხავენ,“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა.

მისივე თქმით, რკინიგზის ამ მონაკვეთზე, ძირითადად, ახალქალქისა და ასპინძის მცხოვრებლები მუშაობენ. მათ უკვე ოთხი თვეა, ხელფასი არ აუღიათ: „დაახლოებით 8 000 ლარი მაქვს ასაღები. ოჯახი როგორ უნდა ვარჩინო? თვეობით წამოსული ვარ“.

თუ კომპანია ანაზღაურებას არ გასცემს, გაფიცული თანამშრომლები გეგმავენ, რომ დასახმარებლად იურისტებს მიმართონ: „ხვალ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ. ვფიქრობთ, რომ იურისტი დაგვჭირდება“, - აცხადებენ გაფიცულები.

„დემირიოლსერვისში“ ანაზღაურების გაუცემლობას ცვლილებებს უკავშირებენ. მათი თქმით, რკინიგზაზე სხვა ქვე-კონტრაქტორი კომპანია შემოდის: „ეს ყოველთვის ასე ხდება. გადაბარების პროცესია და მოგვარდება, მაგრამ ერთ დღეში ვერ მოვაგვარებთ. მომავლ კვირას გავცემთ ხელფასს“,- აცხადებენ კომპანიაში.

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ
ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ
ახალქალაქში მუშებმა გაფიცვა დაასრულეს
ახალქალაქიში რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა