FM97.5 / LIVE

ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.07.2019
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ უკვე ოთხი თვეა, ხელფასი არ აუღიათ.

ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ახალქალაქიში, სოფელ ყულალისთან გადის, უკვე მეოთხე დღეა, სამუშაოები შეჩერებულია. დაახლოებით 65 მუშა სახელფასო დავალიანებას აპროტესტებს.

„თებერვლიდან არ აგვიღია ხელფასები, ზოგს კი, არც თებერვლის ანაზღაურება აქვს აღებული. გვინდა, რომ კუთვნილი თანხა მივიღოთ, ამიტომ არ ვაგრძელებთ სამუშაოებს. ხუთი კილომეტრის მონაკვეთზე რა სამუშაოებიც მიმდინარეობდა, ყველაფერი შეჩერებულია“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა.

რკინიგზის ამ მონაკვეთზე სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი შპს „დემირიოლსერვისი“ ახორციელებს.

„ხელფასს ველოდებით, ფირმებს შორის ობიექტების გადაბარება მიმდინარეობს და ამიტომ მოხდა ასე. მომავალი კვირიდან განახლდება ყველაფერი. ხელფასი ზოგს დაუგვიანდა, მაგრამ ეს სასწაული არ არის, გადაბარება ხდება“, - ამბობს შპს „დემირიოლსერვისის“ ახალქალაქის კარწახის უბნის უფროსი მურად ბუაძე.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე, პროექტის მიხედვით, 826 კილომეტრია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქიში რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ
ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს
ბორჯომში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობენ
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა თურქეთიდან შემოსულ  მატარებელს გზა გადაუკეტეს [ფოტო/ვიდეო]
ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ