FM97.5 / LIVE

ნაძვის ხე ახალ წლამდე ექვსი თვით ადრე - რას ამბობენ ახალციხის მერიაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.07.2019
ზაფხულში, ნაძვის ხის შეძენის შესახებ, ახალციხის მერიაში კომენტარს აკეთებენ. მათი ინფორმაციით, დიდი ზომის ნაძვის ხის ყიდვა ამ ეტაპზე უფრო იაფი ჯდება, ვიდრე წინასაახალწლო პერიოდში. გარდა ამისა, ითვალისწინებენ სატენდერო პროცედურასაც, რომელიც დროს მოითხოვს.

ნაძვის ხე ახალ წლამდე ექვსი თვით ადრე - რას ამბობენ ახალციხის მერიაში

პირველ ივლისს, ახალციხის მერიამ, 15–მეტრიანი ნაძვის ხის შესაძენად, ტენდერი გამოაცხადა. ამისთვის 60 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მოცულობით დიდი ზომის ნაძვის ხის შეძენა, მათ გასულ წლებში, სოციალურ ქსელში მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მოთხოვნის გათვალისწინებით გადაწყვიტეს.

ტენდერის ახალ წლამდე ექვსი თვით ადრე გამოცხადების მიზეზად კი ნაძვის ხის ღირებულებასა და შესყიდვის პროცედურის ვადებს ასახელებენ.

„ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას აქვს გარკვეული სახის პროცედურები და ვადები. მუნიციპალიტეტი, ნაძვის ხესთან ერთად, ასევე მისი დიზაინისა და მორთულობის შესყიდვასაც აპირებს, რომლის მონტაჟი, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დეკემბრის თვეში უნდა განხორციელდეს“, - განმარტავენ მერიაში.

მათივე თქმით, თვითმმართველობის მიზანია, 2020 წელს ახალციხე ახალი ნაძვის ხითა და მორთულობით შეხვდეს: „ბაზრის კვლევის გათვალისწინებით, ამ პარამეტრების მქონე ნაძვის ხის შეძენა, გაცილებით იაფია ახლა, ვიდრე წინასაახალწლო პერიოდში“.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ნაძვის ხეს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი, მწვანე ფერი; სიმაღლე – არანაკლებ 15 მეტრი, აგებულება – ექვსი ფენა. ტოტები უნდა იყოს წყალგამძლე და ცეცხლგამძლე; თითოეული ტოტი – არანაკლებ ორი სამაგრი წერტილით; გარე გამოყენების ტოტების სიგრძე – არანაკლებ 80სმ; დიამეტრი – არანაკლებ 6.5მ. დაშორება ძირიდან ტოტებამდე – არაუმეტეს 10სმ.
ტენდერში მონაწილეობისათვის წინადადებების მიღება 9 ივლისს დასრულდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია ნაძვის ხის შესაძენად 60 000 ლარიან ტენდერს აცხადებს
ნაძვის ხის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
2020 წელს ადიგენი ახალი ნაძვის ხით შეხვდება
ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება
ნინოწმინდის მერია ახალ ნაძვის ხეს შეიძენს
ადიგენი 2019 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება
ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]