FM97.5 / LIVE

'ქვამ დიდი სიყვარული იცის' - ახალციხელი ოსტატი ბეგლარ მიქუტიშვილი [ვიდეო]

მთავარისიახლე, SK TV 02.07.2019
პროფესიით არქიტექტორია, 24 წელი კი სამხედრო სამსახურში გაატარა. სამი კონტუზიის გადატანის შემდეგ, საყვარელი საქმე - ქვის მხატვრული დამუშავება საფუძვლიანად შეისწავლა. 12 ეკლესია და უამრავი სხვადასხვა ძეგლი, მისი საკუთარი ესკიზებით არის მოჩუქურთმებული.

'ქვამ დიდი სიყვარული იცის' - ახალციხელი ოსტატი ბეგლარ მიქუტიშვილი [ვიდეო]

ოსტატი


ბეგლარ მიქუტიშვილი ომამდე ახალციხესა და ახალქალაქში არქიტექტორად მუშაობდა. მის მიერ დაახლოებით ორმოცდაათამდე შენობა, უმეტესად ინდივიდუალური ბინათმშენებლობებია დაპროექტებული. 59 წლის ოსტატი ამჟამად ახალციხეში ცხოვრობს, ქვაზე კი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში აქვს ნამუშევარი.

„ქვამ თურმე იცის დიდი სიყვარული. აგერ უკვე, 16 წელია ვეღარ ვეშვები“, - ამბობს ბეგლარი. მისი თქმით, 2003 წელს სამების საკათედრო ტაძარში ქვაზე მუშაობა შემთხვევით დაიწყო, შესრულებული საქმე მოეწონათ და ამის შემდეგ ტაძრის კედლებზე სხვადასხვა ორნამენტებს 6 წლის განმავლობაში თლიდა.

„სულ 12 ეკლესიაზე მაქვს ნამუშევარი – ჩუქურთმები, ორნამენტები. უმეტესობას საკუთარი ესკიზებით ვთლიდი. მერე რაბათში მოგვიწვიეს, აქ ძალიან სერიოზული საქმე გავაკეთეთ, წყაროს რამდენიმე ვარიანტი მქონდა, თუმცა ორნამენტებით არ უნდოდათ“.

59 წლის ბეგლარი ამბობს, რომ მის საქმეში სწავლა არ მთავრდება. ბიბლიოთეკის სტუმარი კვირაში რამდენჯერმეა, სადაც სხვადასხვა ორნამენტებს იკვლევს და შემდეგ საკუთრ შემოქმედებაში გადააქვს: „ახლა ტაო-კლარჯეთით ვარ დაინტრერესებული. ცხრა ძმის ეკლესია, ბანა, ხახული, ოშკი – ესენი იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო ორნამენტებია, რომ მუდმივად ვსწავლობ. მონასტერში წყაროს ვაკეთებ და მინდა ორნამენტები იქ გადავიტანო“.

ქვის მხატვრული დამუშვება ბეგლარისთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო არაა: „გადაგდებულ ქვასაც რომ დავინახავ, იმასაც მინდა სილამაზე მივცე“.



რადიომოყვარულთა კლუბი


როგორც ბეგლარი გვიყვება, ახალციხეში პირველი საერთაშორისო რადიოსადგური თვითონ დაამონტაჟა. ახალციხეს რომ თბილისთან კავშირი უჭირდა, მე მთელ დედამიწასთან მქონდა კავშირიო, ამბობს.

"საღამოთი რომ ჩავერთვებოდი დაბალ ჰერცებზე, 800-900 კილომეტრზე მქონდა კავშირი, ხოლო როცა მაღალ ჰერცზე ვრთავდი – დედამიწის ნებისმიერ წერტილს ვწვდებოდი".

მისი თქმით, რადიომოყვარულებმა სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან საქმეებშიც მიიღეს მონაწილეობა: „სპიტაკის მიწისძვრა ჩვენგან გაიგეს და გადადიოდნენ დასახმარებლად, მაშინ ტელეფონები არ იყო და რადიომოყვარულებზე გადადიოდა საქმე, ჩვენ ვეხმარებოდით მთავრობას საჩხერის მიწისძვრის დროსაც“.

ბეგლარის თქმით,სამოყვარულო რადიოკავშირის საერთაშორისო სიხშირეებში დღესაც ათეულ ათასობით ადამიანია ჩართული: „ ამიტომ მოკლე ტალღოვანი რადიოსადგურის ჩართვას ისევ ვაპირებ, რომ ახალციხის ხმა კიდევ ესმოდეს მთელ მსოფლიოს“.



აფხაზეთის ომი


ბეგლარ მიქუტიშვილი აფხაზეთის ომში, გაგრასა და სოხუმში ქართული სამხედრო შენაერთების კავშირგაბმულობას ხელმძღვანელობდა. ამ ომში მან სამჯერ მიიღო კონტუზია.

“გაგრის ფრონტის კავშირგაბმულობის უფროსი ვიყავი. ზოგადად, მოწინააღმდეგისთვის ძირითადი სამიზნე კავშირგაბმულობაა – თუ მოგვსპობდნენ, ჩვენი მხარის ბრძოლისუნარიანობა მკვეთრად დაეცემოდა. ამიტომ სულ ჩვენ გვესროდნენ და ბევრჯერ დავიჭერი. პირველი კონტუზია მქონდა გაგრაში, მერე – სოხუმში. ერთ-ერთ შენობაში დავიჭერი, ჭურვი მოგვხვდა, 14 მეტრზე ვიყავი გადაგდებული“.



კიკი და პეპი


ბეგლარს ერთი შვილი ჰყავს, მეუღლეს კი რამდენიმე წლის წინ გაცილდა. ბოლო წლების განმავლობაში ახალციხეში საკუთარ ძაღლებთან, კიკისთან და პეპისთან ერთად ცხოვრობდა, ახლა კი მარტო ცხოვრობს.

„ეხლა რომ ჩემი ძაღლები ცოცხლები იყვნენ, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა“, – ასე იწყებს საკუთარ ძაღლებზე მოყოლას, რომლებიც სიბერით გარდაიცვალნენ. ყოველ წელს დაბადების დღეს რესტორნებში უხდიდა. ყველგან, სადაც მიდიოდა, პუდელის ჯიშის ძაღლები მუდამ თან დაჰყავდა და მათთან ერთად ეძინა.

„რთული კონტუზიები მქონდა გადატანილი და ვცდილობდი, სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობას, თუმცა არაფერმა მიშველა. ამ ცხოველებმა მიშველეს. ეგეთი სიყვარული ადამიანებში არ დამინახავს, ლაპარაკი არ იცოდნენ და თვალებით ვუგებდით. ცხოვრება დამანახეს. მე ვისურვებდი, რომ ბევრს ჰყოლოდა შინ ცხოველი“.



'ქვამ დიდი სიყვარული იცის' - ახალციხელი ოსტატი ბეგლარ მიქუტიშვილი [ვიდეო]

'ქვამ დიდი სიყვარული იცის' - ახალციხელი ოსტატი ბეგლარ მიქუტიშვილი [ვიდეო]

'ქვამ დიდი სიყვარული იცის' - ახალციხელი ოსტატი ბეგლარ მიქუტიშვილი [ვიდეო]

'ქვამ დიდი სიყვარული იცის' - ახალციხელი ოსტატი ბეგლარ მიქუტიშვილი [ვიდეო]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს...
ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]
‘ზღვაში შემთხვევით აღმოვჩნდი, ახლა მის გარეშე არ შემიძლია’ - ასპინძელი მეზღვაური
'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'–  ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]
‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]
მნათე, ვეტერინარი, მეწყაროვე და მოყვარული არქეოლოგი