FM97.5 / LIVE

ახალციხის რაიონულ სასამართლოს ორი მოსამართლე ტოვებს

მთავარისიახლე, სამართალი 02.07.2019
ახალციხის რაიონული სასამართლო უკვე დატოვა მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა, ხოლო მოსამართლე გიორგი ლონდარიძეს საპენსიო ასაკი უსრულდება, რის გამოც მას თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოს ორი მოსამართლე ტოვებს

ნათია მერაბიშვილმა პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, პირველი ივლისიდან კი მუშაობას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუდგა.

იგი ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე 2012 წლიდან, შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა.

რაც შეეხება გიორგი ლონდარიძეს, მას პირველ სექტემბერს საპენსიო ასაკი, 65 წელი უსრულდება. კანონის მიხედვით, მას მოსამართლის პოსტზე მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლება.

გიორგი ლონდარიძე მოსამართლედ 35 წელი მუშაობდა. „თუ კანონში რაიმე ცვლილება შევიდა საპენსიო ასაკის გაზრდაზე, მაგ შემთხვევაში ლონდარიძე მოსამართლის პოსტზე დარჩება, თუმცა ამ ეტაპზე, ასაკის გამო, მას წასვლა მოუწევს“, – გვითხრეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

სექტემბრიდან ახალციხეში სამი მოსამართლე დარჩება: გია ბერაია, ლუიზა თოდუა და მარიკა ჩიტაშვილი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გიორგი ლონდარიძემ მოსამართლის პოსტი დატოვა
მოსამართლე გია ბერაიამ ახალციხის რაიონული სასამართლო დატოვა
გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაბრუნდა
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა ახალციხის სასამართლო დატოვა
ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს
გია ბერაია უვადო მოსამართლედ დაინიშნა
ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლეები ეყოლება