FM97.5 / LIVE

ერთწლიანი პატიმრობა ძმის მკვლელობისთვის

მთავარისიახლე, სამართალი 02.07.2019
ბაკურიანში, ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 20 წლის კაცს, მოსამართლე გია ბერაიამ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ერთწლიანი პატიმრობა ძმის მკვლელობისთვის

პროცესი დღეს, ორ ივლისს, 14:00 საათზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ბრალდებულ ი.ბ.-ს ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა.

სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი და დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

„უნდა გავითვალისწინოთ პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე. მან გარდაცვლილს, საკუთარ ძმას მიაყენა 21 ჭრილობა, აქედან ოთხი სასიკვდილო აღმოჩნდა. მოკლულის მამაც ითხოვს ბრალდებულის დასჯას. გთხოვთ, შესაბამისი სასჯელი გამოიყენოთ, ჩვენ გამამტყუნებელს ვითხოვთ“, – აღნიშნა პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა.

ამასთან ერთად, პროკურორმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და წარმოუდგინა ბრალდებულის სისხლის ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ანალიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სისხლში ი.ბ–ს ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. პროკურორმა, ამ დოკუმენტის მტკიცებულებათა ნუსხაზე დართვა მოითხოვა.

მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რა დროსაც, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება მკვლელობის დღეს არ ჰქონდა მიღებული.

„შეიძლება ერთი კვირის წინ მოვწიე და სისხლში მაინც დარჩა რამე, იმ დღეს არაფერი მქონდა მიღებული“, – განაცხადა ბრალდებულმა.

ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა კი მოსამართლეს სთხოვა, ბრალდებულის წარსული გაეთვალისწინებინა. „მას ყველა დადებითად ახასიათებს, მანამდე პოლიციასთან პრობლემა არ ჰქონია, 150–ზე მეტი ადამიანი ხელს აწერს მის კარგ დახასიათებას. გარდა ამისა, მან სრულიად დაუფარავად ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამ ყველა მიზეზის გათვალისწინებით, გთხოვთ, შეუმსუბუქოთ სასჯელი“, – თქვა სამარჯიშვილმა.

მოსამართლემ გაითვალისწინა საქმეში არსებული ყველა შემამსუბუქებელი გარემოება და ძმის მკვლელობაში ბრალდებულს მხოლოდ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბაკურიანში მკვლელობა ექვს მარტს, საღამოს მოხდა. 29 წლის კაცი ცივი იარაღით ძმის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა 20 წლის კაცი ცხელ კვალზე, ექვს მარტს დააკავეს.

მუხლის გადაკვალიფიცირების შემდეგ, საქმეზე გამოძიება სსკ–ს 111-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მოსამართლეს პატიმრობის შეფარდება სთხოვა
ახალი დეტალები ბაკურიანში ძმის მკვლელობის საქმეზე
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ცოლის დაჭრაში ბრალდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ასპინძაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ნიალაში 47 წლის კაცის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 17–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს