FM97.5 / LIVE

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყინვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა

მთავარისიახლე, შემთხვევა 02.07.2019
ორ ივლისს, გამთენიას, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყინვა იყო. ადგილობრივების თქმით, ტემპერატურა მინუს 3 გრადუსამდე დაეცა, რამაც საფრთხე შეუქმნა კარტოფილის ნათესებს.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყინვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემის გამო, ჯავახეთის სოფლებში კარტოფილის ნათესები მოიყინა. ფერმერები ამბობენ, რომ ივლისში მსგავსი ტემპერატურა – მინუს ნიშნულით არ ახსოვთ: "ივნისის დასაწყისში იყო ხოლმე ყინვა, მაგრამ ივლისში ასეთი ყინვა არ ყოფილა. ჯერ-ჯერობით დიდი დაზიანება არ გვაქვს, დაახლოებით 5%-იანი ზარალი იქნება, გააჩნია კარტოფილის ჯიშს, მაგრამ ახლა საჭიროა ყურადღების მიქცევა, რომ დაავადებები არ გაჩნდეს", - ამბობს ასოციაცია "ახალქალქის კარტოფილის" თავმჯდომარე მახარე მაცუკატოვი.

მისი თქმით, შესაძლებელია, მცენარის დაზიანებული ღეროდან გარკვეული დაავადებები გაჩნდეს. ამიტომ საჭიროა ფუნგიციდებით, მიკროელემენტებითა და სტიმულატორებით შეწამვლა: "ერთ-ორი დღის შემდეგ გარკევული წამლობები იქნება საჭირო კარტოფილის ნარგავებისთვის. სხვა კულუტურებს დიდად არ შეხებია, თან ჯავახეთში სხვა ბოსტნეულს იშვიათად ვთესავთ. დიდი ზარალი არ იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ფერმერი უწამლებს".

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორი ივლისიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყინვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მეურნე: კარტოფილის დაავადებები და ბრძოლის საშუალებები  [Video]
მეურნე: ადიგენის სოფლებში კარტოფილის ნათესები დაავადდა [Video]
სოფელ დადეშში სეტყვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა
ადიგენის სოფლებში კარტოფილის ნათესები დაავადდა [Video]
26-30 ნოემბერს ღამით ყინვა შესუსტდება
ვალეში წვიმამ და სეტყვამ ნათესები დააზიანა
ახალქალაქის სოფლები დაისეტყვა