FM97.5 / LIVE

'გზებზე წყალი ამოდის, ჩვენ კი სახლში არ გვაქვს', – სოფელი სვირის მცხოვრებლები

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.07.2019
ახალციხეში, სოფელ სვირში, 119 611 ლარი დაიხარჯა წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ახლადგაკეთებული წყლის სისტემა გაუმართავია.

'გზებზე წყალი ამოდის, ჩვენ კი სახლში არ გვაქვს', – სოფელი სვირის მცხოვრებლები

სვირში რომ ახვალთ, სოფლის შიდა გზებზე დაინახავთ, რომ წყალი მიწიდან ამოდის და მიედინება. ასევე, წყლის შემკრები ჭებიდან წყალი ჟონავს და მის გარშემო გუბდება. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ეს წყალი მათ ეზოებში, ბოსლებსა და სახლებშიც კი აღწევს.

ნელი დალალიშვილი ადგილობრივია. იგი ახლადგაკეთებული წყლის სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს: „აგერ გზებზე წყალი ამოდის, ოღონდ - საიდან, კაცმა არ ვიცით. ეს ჭებიც წყალში დგას. ჩემს ბოსელში შემომივარდა იმხელა ნიაღვარი… სახლში კი წყალი ცოტა და ბინძური მოდის, აქ კი ამხელა წყალი მოედინება.“

სოფლის სხვა მაცხოვრებელებიც იგივეს ამბობენ. „ძალიან ცოტა წყალი მოდის. გააკეთეს და არ მოდის და სხვა რა გითხრათ. რაც გამოდის, ისიც გამოუსადეგარია – შავი, ბინძური წყალი მოდის. რამდენიმე წლის წინ, ვიღაც კომპანიამ გააკეთა და მაშინ მოდიოდა. ახლა ვინც გააკეთა, კი მოდის, მაგრამ ძალინ ცოტა. აქვე წყაროა და იქიდან ან სხვა სოფლიდან ვეზიდებით წყალს,“ – გვითხრეს სოფელში.

ერთ– ერთ ადგილობრივს კი წყალი ჯერ ეზოში, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შეუვარდა. მან ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა დაიჩივლა, რომ წყალმა ახალგარემონტებული პირველი სართული დაუზიანა.

„დაბლა, პირველ სართულზე სულ სველია, მითხრეს, რომ გააკეთებენ წყალს. ჩემი ეზოს ზევიდან ჩამოედინებოდა წყალი და ისე შემოვიდა ჩემთანაც. იმედი მაქვს, გააკეთებენ,“ –გვითხრა ოჯახის დიასახლისმა.

სოფელ სვირში, სასმელი წყლის სისტემა, ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „სამცხე XXI“–მ გააკეთა. 2018 წლის 23 აგვისტოს, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის სასმელი წყლის შიდა ქსელისა და მაგისტრალური სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფაზე, კომპანიამ 119 611 ლარად მოიგო. სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ერთი თვის წინ დაასრულა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას ევალებოდა, სოფელ სვირში უკვე არსებული წყლის რეზერვუარის გადატანა, ასევე წყლის ახალი გამანაწილებლისათვის შენობის მოწყობა; წყლის მაგისტრალურ მილზე (ე.წ. სოფ. ბოგის ხაზი) არსებული მიერთებების ჩაჭრა და ახალი მაგისტრალისა და ასევე, წყლის არსებულ მაგისტრალზე ვანტუზებისა და ლითონის ლუქების მოწყობა.

კომპანიის დირექტორმა, გურამ ფარცახაშვილმა გვითხრა, რომ მის მიერ გაკეთებული სისტემა ბოლომდე გამართულია და ის წყლები, რომლებიც გზებზე მიედინება, მოსახლეობის კუთვნილებაში არსებული ძველი მილებიდან ამოდის.

"წყლის სისტემას არანაირი პრობლემა არ აქვს. ეგონათ რომ შიგნით რამე გასკდა, შევამოწმე ყველაფერი. თვითონ მოსახლეობას წყალი ძველი მილებითა და შლანგებით აქვს შეყვანილი და ის შლანგებია დაძველებული. ამიტომ გამოდის წყალი და ვიღაცის ბინაში შედის მერე", – ამბობს ფარცახაშვილი.

მისივე თქმით, ტყუილია ის ფაქტიც, რომ წყალი დაბინძურებული მოდის. „არანაირი ბინძური წყალი არაა. მანდ წყლის ორი მაგისტრალია და ახლა მესამე მე გავაკეთე. თუ საჭირო იქნება, 40 ოჯახი შეძლებს მის გამოყენებას“.

ახალციხის მერიაში კი გვითხრეს, რომ მილი საიდანაც წყალი გამოდიოდა ძველი იყო და ადგილობრივს ეკუთვნოდა. „სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ სისტემა გაუმართავია. წყალი სოფლის თავში არსებულ გამანაწილებელთან, ძველი მილიდან ჟონავდა. დაზიანება სადაც იყო, იქ კერძო პირმა მილი თვითონვე შეაკეთა, წყალი აღარ გამოდის“, – გვითხრეს მერიაში. თუმცა ადგილობრივები კვლავ გვიდასტურებენ, რომ სოფლის გზებზე წყალი ისევ ამოდის.

კომპანია შპს „სამცხე XXI“–ის შესახებ სამხრეთის კარიბჭეს არაერთი მასალა გამოუქვეყნებია. 2014 წელს გამოძიება სამშენებლო კომპანია შპს „სამცხე XXI“-ს ხელმძღვანელს გურამ ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავებოდა.

'გზებზე წყალი ამოდის, ჩვენ კი სახლში არ გვაქვს', – სოფელი სვირის მცხოვრებლები

'გზებზე წყალი ამოდის, ჩვენ კი სახლში არ გვაქვს', – სოფელი სვირის მცხოვრებლები

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 'ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა' - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო]

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
სამი წყაროს იმედად

მეექვსე დღეა სოფელ ხევაშენის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
სოფელ ყვიბისში დაბინძურებული წყალი მოდის [ვიდეო]
კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს