FM97.5 / LIVE

არალის ხიდის ბედი კვლავ გაურკვეველია

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.07.2019
ადიგენში, სოფელ არალში, მშენებარე ხიდის ბედი კვლავ გაურკვეველია. უკვე ექვსი თვეა საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივებთან კომპენსაციების პრობლემას ვერ აგვარებს. შესაბამისად, ნახევრად გაკეთებული ხიდის კონსტრუქცია უფუნქციოდ დგას.

არალის ხიდის ბედი კვლავ გაურკვეველია

ადიგენი-უდე - არალის საავტომობილო გზაზე, მდინარე ოცხეზე, გადასასველი ხიდის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში შეჩერდა. გზების დეპარტამენტი და მოსახლეობა კომპენასაციების გაცემის ოდენობაზე ვერ თანხმდებიან.

„სანამ მიწას არ გამოისყიდის, დეპატრტამენტი ვერ აგრძელებს სამუშაოებს. არც მოსახლეობა აძლევს საშუალებას, რომ გააგრძელოს მუშაობა. ვიღაცებს მოველაპარაკეთ, ვიღაცებს ვერა. დეპარტამენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ექსპროპრიაციამდე არ მივიდეს საქმე და შესაბამის თანხებზე მოილაპარაკონ“, - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე თქმით, თუ მოლაპარაკება ვერ შედგება, პროცედურულად, საქმე სასამართლომდე მივა და დადგება მიწის ექსპროპრიაციის საკითხი, რაც სახელმწიფოს მიერ საკუთრების ძალადობრივ ჩამორთმევას გულისხმობს, ანაზღაურებით ან მის გარეშე: „სასამართლოში წავა პროცესი და ის გადაწყვეტს, დარჩება მოქალაქეს თუ სახელმწიფო საკუთრებაში გადავა მიწა. ამ ყველაფერს, ზოგჯერ ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ორი, სამი თვეა“.

იმ მიწის ნაკვეთების მეპატრონეები, რომელთა ტერიტორიის შესყიდვასაც სახელმწიფო აპირებს, ამბობენ, რომ დეპარტამენტი მათი მიწების სანაცვლოდ, მინიმალურ თანხას იხდის - ერთ მეტრში 3.50 ლარს.

„ერთ კვადრატულ მეტრში ერთი „პაჩკა“ სიგარეტის ფულს არ მაძლევენ. კვადრატულ მეტრში სამი ლარი და 30 თეთრიო. მე მაგ მიწას საერთოდ ვკარგავ, არადა მამა–პაპისეული მიწაა, მამაჩემისგან ერთი ეგ დამრჩა. ნორმალური ანაზღაურება ხომ უნდა ყოფილიყო?! ამიტომ მაგ თანხაზე უარს ვამბობ“, – აცხადებს მიწის ფართობის ერთ–ერთი მესაკუთრე.

ადიგენი–უდე–არლის საავტომობილო გზაზე, მდინარე ოცხეზე ხიდს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს. ხიდის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამავე თვიდან სამუშაოები შეჩერებულია. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ჯორჯიან ბრიჯ ქონთრაქშენმა" განახორციელა. სამუშაოებისათვის 1 737 131 ლარია გათვალისწინებული.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კომპენსაციების გაცემის საკითხზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები არალში ჩავლენ
სოფელ არალში ხიდის სამშენებლო სამუშაოები განახლდა
სოფელ არალში ხიდის მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
არალის ხიდის მშენებლობა დროებით შეჩერებულია
არალში ხიდის მშენებლობა განახლდა
სოფელ არალში ხიდის მშენებლობა ერთი თვეა შეჩერებულია
სოფელ არალში ხიდი შენდება