FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია ნაძვის ხის შესაძენად 60 000 ლარიან ტენდერს აცხადებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.07.2019
ახალციხის მერია საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად ტენდერს აცხადებს. 15 მეტრიან ნაძვის ხეს თვითმმართველობა 60 000 ლარად შეიძენს.

ახალციხის მერია ნაძვის ხის შესაძენად 60 000 ლარიან ტენდერს აცხადებსნაძვის ხის ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

ნაძვის ხის შესაძენად ახალციხის მერიამ ტენდერი დღეს, პირველ ივლისს გამოაცხადა. ახალ წლამდე ხუთი თვით ადრე, თვითმმართველობა ქარხნული წარმოების, ახლი ნაძვის ხის შეძენას გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი, მწვანე ფერი; სიმაღლით არანაკლებ 15 მეტრი, აგებულებით კი ექვსი ფენა. ტოტები უნდა იყოს წყალგამძლე და ცეცხლგამძლე, თითოეული ტოტი არანაკლებ ორი სამაგრი წერტილით.

გარე გამოყენების ტოტების სიგრძე: არანაკლებ 80სმ; დიამეტრი არანაკლებ 6.5მ. დაშორება ძირიდან ტოტებამდე არაუმეტეს 10სმ.
ნაძვის ხის მონტაჟი 2019 წლის პირველიდან 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

რატომ გამოცხადდა საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად ტენდერი ივლისში, ახალციხის მერია ამაზე კომენტარს ხვალ, ორ ივლისს გააკეთებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ნაძვის ხის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
ნაძვის ხე ახალ წლამდე ექვსი თვით ადრე - რას ამბობენ ახალციხის მერიაში
ადიგენი 2019 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება
ახალციხის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა [Photo]
მთავარი ნაძვის ხეები სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში
ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]
35,700 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის  ახალციხის თემში