FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.07.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ძლიერი წვიმის შედეგად, N33 კორპუსის მიმდებარედ დატბორილი ეზოები, მესამე დღეა, სილისგან გასაწმენდია. ნარჩენებით გაბიდნულია საკანალიზაციო არხიც, საიდანაც წყალი პურის საცხობში ჯერ ისევ ჟონავს.

თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია

28 ივნისის სტიქიის შემდეგ, თამარაშვილის ქუჩის N33-ისა და N35 ა-ს მიმდებარედ, ეზოებში კვლავ ლამი და სილაა. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტალახისა და ლამის გამო, ავტოფარეხეში მანქანები ვერ შეჰყავთ: „არავინ მოსულა მას შემდეგ გასაწმენდად, არადა, გვჭირდება. აქ ეზოში ბავშვებიც თამაშობენ და ლამია სულ, სად უნდა გავუშვათ“.

ქუჩაზე მცხოვრებლებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სანიაღვრე, ღია არხი წარმოადგენს. მათი თქმით, ეზო იმიტომ დაიტბორა, რომ აქ არსებული საინაღვრე არხი ბოლოს წლების წინ გაიწმინდა, ახლა კი ნაგვით არის სავსე. სტიქიის დროს, სწორედ ის ჩაიკეტა და წყალმა ეზოები დატბორა. უკვე მესამე დღეა, ამავე არხიდან იჟონება წყალი პურის საცხობში. მისი მეპატრონე ამბობს, რომ ფურნეში ყველაფერი დაზიანდა და ობიექტი გასაუქმებელია.

„დღეში რვაჯერ ვწმინდავ თონეს. სულ დაზიანდა შენობა და თონეც დასკდა. არხი გაბიდნულია სილით და ნარჩენებით, იქ წყალი აღარ გადის და საცხობში შემოდის. არხი უნდა გაიწმინდოს, მაგრამ ყურადღებას არავინ ააქცევს. ბოლოს ეგ არხი შვიდი წლის წინ გაწმინდეს, ეგ იყო და ეგ. ვიყავი მერიაშიც, მაგრამ საბოლოოდ, რა უნდა ვქნა და ვინ უნდა დამეხმაროს, ვერ გავიგე“, - ამბობს ფურნის მეპატრონე გიორგი მელიქიძე

არხის გაწმენდის აუცილებლობაზე საუბობენ თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებიც. „ ეს არხი მთლიანად უნდა გაიწმინდოს, იმიტომ, რომ გაბიდნულია, მაგრამ არავინ ინტერესდება. ფული არ არისო, მეუბნებიან. მაინტერესებს, სარეზერვო ფონდი რისთვის არსებობს, თუ ასეთ რთულ მდგომრეობაში არ დაეხმარნენ ადამიანს“, - ამბობს პავლე თუმანიშვილი.

ეზოს დატბორვის მიზეზად, ადგილობრივების ნაწილი სანიაღვრე არხზე არსებულ შენობებსაც ასახელებს. მათი თქმით, ავტოფარეხები და სათავსოები, რომლებიც მცხოვრებლებმა არხზე ააშენეს, პრობლემას ქმნის.

„შენობების გაშენებამ დაკეტა არხი. რკინის „გარაჟები“ გამოიტანეს, შენობები გადმოდგეს და დაინგრა აქაურობა. ადრეც მოდიოდა აქ წყალი, მაგრამ ახლა ვეღარ დაეტია არხში და გადავიდა. დასაწყისში არხის სიღრმე ორი მეტრია, მაგრამ ბოლოსკენ ამოივსო სილით და ერთი მეტრი დარჩა. ახლა 82 წლისა ვარ და ბოლოს რომ გაიწმინდა, ალბათ 60 წლისა ვიყავი“, - ამბობს სარგის ერეგიანი.

მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არხის გაწმენდით დაინტერესებული არ არის, რადგან ამისთვის დიდი თანხაა საჭირო. „ამბობენ, ტრაქტორი ვერ მიუდგება რომ გაწმინდოსო. მაგას ტექნიკა კი არა, მონდომება უნდა, მაგრამ ამ არხის გაწმენდას დაახლოებით 5 000 ლარი დასჭირდება და მაგისი გამოყოფა არავის უნდა“, – ამბობს ერთ–ერთი მცხოვრები.

ახალციხსი მერიის ინფორმაციით, დატბორილ ადგილებს მერიის ტექნიკა გაწმენდს, თუმცა ისინი ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან: „მეორე დღესვე იყვნენ მისულები გასაწმენდად, მაგრამ თქვეს, ქვეშ სველია და ასე თუ აიფხიკება ნარჩენები, მის ქვეშ ასფალტი დაზიანდებაო. როგორც კი კარგად გაშრება, მერია უზრუნველყოფს ეზოების გაწმენდას“, - ამბობენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რაც შეეხება სანიაღვრე არხს, ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტი არხის მხოლოდ იმ ნაწილს გაწმენდს, რომელიც საავტომობილო გზის ქვეშ არ გადის: „არხის ის მონაკვეთი, რომელიც საავტომობილო გზის ქვეშ არის მოქცეული, გზების დეპარტამენტის გასაწმენდია. დანარჩენს მუნიციპალიტეტი გაწმენდს. მიუხედავად იმისა, რომ არხი ცოტა ავარიულია“, - აცხადებენ მერიაში.

ძლიერი წვიმა და ქარი ახალციხეში 28 ივნისს, 17:30 საათზე დაიწყო. სტიქიამ ყველაზე მეტად თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა დააზარალა.

თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია

თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია

თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს  თამარაშვილის ქუჩა
სახიფათო ტროტუარი თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო/ვიდეო]
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დაიწყეს
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა [ფოტო]
ორი თვეა თამარაშვილის ქუჩაზე ტროტუარი გადათხრილია [ფოტო]
დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]
ჩორჩნის სკოლის ეზოში ჩამავალი საკანალიზაციო არხი გაიწმინდა