FM97.5 / LIVE

თიბისი TKT.GE -ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 01.07.2019
თიბისიმ ბილეთების შეძენის ონლაინ პლათფორმა TKT.GE - ში თავისი წილი 26 % - დან 55 %-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

თიბისი TKT.GE -ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა ®

თიბისიმ TKT.GE -ს 26 % -იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა. მხარეებს შორის გარიგება სრულად შეესაბამება თიბისის გადახდების ბიზნესის, ეკოსისტემების განვითარების და რეგიონში ექსპანსიის სტრატეგიას.

ონლაინ პლათფორმა TKT.GE 2015 წელს შეიქმნა და დაარსებიდან 3 წლის თავზე მინიმალური კაპიტალით და ძლიერი გუნდის დამსახურებით უპირობო ლიდერი გახდა ქართულ ბაზარზე. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით და მომხმარებელზე ზრუნვით. TKT.GE - მ შეცვალა მომხმარებლის ქცევა, თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს.

მუდმივად განვითარებადი პლატფორმის და გამოცდილი, პროფესიონალური გუნდის დახმარებით, TKT.GE - მ წარმატებით ჩაატარა 3000-მდე ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო დონის A Class-ის არტისტების მონაწილეობით. TKT.GE - ს მენეჯმენტი მზად არის მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს, უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.

„ჩვენი პროდუქტისთვის საინტერესოა ის ბაზრები, სადაც თიბისი, როგორც ციფრული ბანკი აპირებს შესვლას. ჩვენი პროდუქტი ერთერთი მნიშვნელოვანი ბლოკი იქნება ახალ ბაზრებზე საცალო მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისების შესათავაზებლად,“ - განაცხადა TKT.GE - ს გენერალურმა დირექტორმა ლევან კილაძემ.

TKT.GE -ს და TBC-ს გვაქვს საერთო ხედვა და სინერგიები სტრატეგიაში - გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება და სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ სერვისები. თიბისის გადახდების ეკოსისტემის სტრატეგია თანხვედრაშია TKT.GE -ს სამომავლო ხედვებთან, ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობით სასიამოვნო სიახლეებს მივაწოდებთ მომხმარებლებს,“ - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

TKT.GE -ს ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია „ლემონდუს“ მიერ, რომელიც რჩება შპს „ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად და თიბისი ბანკთან ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე. „ლემონდუ“ არის წარმატებული IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა.


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს [R]
თიბისი ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლა ®

საქართველოს ფოსტა თიბისი ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს[R]
თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს [R]
თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს [R]
ლონდონში თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა კრება გაიმართა ®
თიბისი ჯგუფი ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლებს ®