FM97.5 / LIVE

'რთული არ იყო' - პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები

მთავარისიახლე, განათლება 01.07.2019
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია რამდენიმე საათის წინ დასრულდა. აბიტურიენტები გამოცდებს აფასებენ.

'რთული არ იყო' -  პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები

„გამოცდაზე ხარვეზი არ ყოფილა, რთული თემები არ იყო, არ გამჭირვებია, თითქმის ყველაფერი დავწერე და დარწმუნებული ვარ, ჩავაბარებ“, - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა თემურ ბოჭორიშვილმა, რომელიც ახალციხის უნივერსიტეტში აპირებს სწავლას.

საბა კურტანიძე, გამოცდის დასრულეაბამდე ერთი საათით ადრე გამოვიდა: „ჩასაბარებლად ბორჯომიდან ჩამოვედი, ჩემთვის რთული არ იყო, ჯავახიშვილში ინგლისურ ფილოლოგიაზე ვაპირებ ჩაბარებას“.

„ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ და დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ჩემს თავში დარწმუნებული ვარ. გამოცდისთვის 2 საათი დამჭირდა, ყველა საკითხი დავწერე და ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი“, - გვითხრა პირველი სკოლის ყოფილმა მოსწავლემ ნიკოლოზ მინაძემ.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს გელა ინასარიძეს ვკითხეთ, ხომ არ დაფიქსირდა რაიმე ტიპის დარღვევა: „პირველმა სესიამ პრობლემებისა და ექსცესების გარეშე ჩაიარა“.

გამოცდაზე რეგისტრაცია 8:00 საათზე დაიწყო. რეგისტრირებული 270 აბიტურიენტიდან 258 გამოცხადდა. გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათი და 15 წუთია.

როგორც ახალციხის საგამოცდო ცენტრის უფროსმა გელა ინასარიძემ გვითხრა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს: „ერთ აბიტურიენტს საგამოცდო ბარათი სახლში დარჩა, თუმცა ბაზა გვაქვს, ამოვუბეჭდეთ და შევიდა გამოცდაზე“.

გამოცდის მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის  მეორე სესიაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
'საინტერესო ესე შემხვდა' - ქართული ენის და ლიტერატურის მეორე სესია დასრულდა
აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ
გეოგრაფიის გამოცდის პირველ სესიაზე 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ახალციხეში  ზოგადი უნარების გამოცდაზე 29 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
უცხო ენის გამოცდის პირველ სესიაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა