FM97.5 / LIVE

‘თუ არ გიყვარს, არ გამოგივა’, – მალხაზ ჭეიშვილი, ‘ტაოს’ მთავარი მწვრთნელი ®

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 01.07.2019
„ვიყავი მოთამაშე, მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი“, – ასე იწყებს საკუთარ თავზე საუბარს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კლუბ „ტაოს“ მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჭეიშვილი. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მისი მწვრთნელობის პერიოდში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეძლო და 20 გუნდს შორის, მე–13 ადგილი დაიკავა.

‘თუ არ გიყვარს, არ გამოგივა’, – მალხაზ ჭეიშვილი, ‘ტაოს’ მთავარი მწვრთნელი ®

მალხაზ ჭეიშვილს რაგბთან 40–წლიანი ისტორია აკავშირებს. ამბობს, რომ რაგბი მისი ცხოვრების წესია და უკან რომ დაბრუნდეს, იგივე გზას აირჩევდა. თავისუფალ დროს კითხულობს წიგნებს და უსმენს მუსიკას.

„სამხრეთის კარიბჭე“ გაგაცნობთ მალხაზ ჭეიშვილს, სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოს“ მთავარ მწვრთნელს.

როგორ მოხვდით რაგბში?

სრულიად შემთხვევით. ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, 70–იანი წლების მიწურულს. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც დავიწყე რაგბის თამაში „გეპეის“ სტუდენტურ გუნდში. სამოყვარულო გუნდი იყო. მაშინ არ არსებობდა პროფესიონალური გუნდები, არც ფინანსები – უბრალოდ გიყვარდა და თამაშობდი. 2 წელი ვითამაშე „გეპეის“ გუნდში, შემდეგ გადავედი უმაღლესი ლიგის გუნდ „ლოკომოტოვში“, იქ ვითამაშე 10 წელი, შემდეგ ისევ დავბრუნდი „გეპეის“ გუნდში, რომელსაც შემდეგ „ყოჩები“ დაერქვა და ამ გუნდში ვიყავი ბოლომდე, როგორც რაგბისტი.

‘თუ არ გიყვარს, არ გამოგივა’, – მალხაზ ჭეიშვილი, ‘ტაოს’ მთავარი მწვრთნელი ®
თბილისის „ლოკომოტივი“, 1981 წელი. წინა რიგში, მარცხნიდან მეოთხე – მალხაზ ჭეიშვილი

როგორ დაიწყო თქვენი, როგორც მწვრთნელის კარიერა?

ესეც სრულიად შემთხვევით მოხდა. არ ვაპირებდი არანაირად მწვრთნელობას. „ყოჩები“ რომ ვახსენე, იმ გუნდში მთავარი მწვრთნელი ლაშა გეგენავა იყო, რომელიც უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა და მე მომიწია მწვრთნელის ფუნქციის შესრულება. ძალიან რთული იყო ჩემთვის, რადგან ორი განსხვავებული პლანეტაა მოთამაშეობა და მწვრთნელობა. განსაკუთრებული თვისებები უნდა გქონდეს, რომ კარგი მწვრთნელი იყო. შეიძლება არ იყო კარგი მოთამაშე, მაგრამ იყო კარგი მწვრთნელი. ამას ბევრი ფსიქოლოგიური მომენტი აქვს და ჩაღრმავება ძალიან შორს წაგვიყვანს.

‘თუ არ გიყვარს, არ გამოგივა’, – მალხაზ ჭეიშვილი, ‘ტაოს’ მთავარი მწვრთნელი ®
„ყოჩები“, 2002 წელი. უკანა რიგში, მარჯვნიდან მესამე – მალხაზ ჭეიშვილი

როგორ შეძელით, თავი გაგერთმიათ ამ მოულოდნელი პასუხისმგებლობისთვის?

ნუ გავართვი. ან არ ვიცი ჯერ, გავართვი კი? – კითხვას დავუსვამ ჩემ თავს. ალბათ, ჯერ კიდევ ვსწავლობ. მეც ვცდილობ, რომ წინ წავიდე, ცოდნა გავიღრმავო რაგბში. მაგრამ პრინციპში, სამწვრთნელო კარიერას თუ შევაფასებ, მე ჩემი თავით კმაყოფილი ვარ.

როგორ მოხვდით ჩვენს რეგიონში?

აქ ვარ ჩემ მეგობრებთან – ირაკლი გვენეტაძესთან და თამაზ მგელაძესთან ერთად, რომლებიც სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, დიდი ხანია, ცდილობენ რაგბს პოპულარიზაცია გაუწიონ. მე ჩავერთე დაახლოებით 2004 წლიდან, მას შემდეგ ვატარებდით ფესტივალებს ასპინძაში. რაგბის სიყვარულმა და შესაბამისმა მხარდაჭერამ გამოიწვია ის, რომ რაგბის ბაზა აშენდა და ჩამოყალიბდა რეგიონული სარაგბო კლუბი „ტაო“.

რამდენად რთული იყო ახლად შექმნილი კლუბის მწვრთნელობა?

ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ. ეს ჩემთვის გამოწვევა იყო იმიტომ, რომ აქამდე მე რა კლუბებშიც ვმუშაობდი, გამზადებული და გაწვრთნილი მოთამაშეები მოდიოდნენ. აქ კი მჭირდება, ასე ვთქვათ, რაღაც ახლის გამოძერწვა და რაღაცნაირი გამოწვევაა ეს ჩემთვის. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ გამოგვდის, ყველას ერთად. ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდის წევრების მონდომება, ჩვენი მონდომება, სიყვარული, ურთიერთობაა, რაც რაგბს აუცილებლად სჭირდება. თუ არ გიყვარს, არ გამოგივა.

ახლა რა ეტაპზე ხართ?

ახლა ვართ პირველ ლიგაში. შარშან გადავედით და დავიკავეთ მეოთხე ადგილი. წელს ვფიქრობთ, რომ ცოტა წინ წავიწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდიდან წამყვანი მოთამაშეები სხვა გუნდებში გადავიდნენ, ჩვენ გვაქვს მაინც იმის ამბიცია, რომ „ფლეიოფში“(პირველი–მეორე ადგილი ათეულში) მაინც მოვხვდეთ. ეს სურვილია და ვნახოთ.

‘თუ არ გიყვარს, არ გამოგივა’, – მალხაზ ჭეიშვილი, ‘ტაოს’ მთავარი მწვრთნელი ®

სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოს“ კაცთა გუნდი და მწვრთნელები

სარაგბო კლუბი „ტაო“ 2016 წლის ივნისში დაარსდა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი მორაგბეებით. 2018 წლის მაისიდან, კლუბის ძირითადმა გუნდმა პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა და ათეულში, მე–4 ადგილის დაკავება შეძლო. 2019–20 წლის სეზონის პირველი ლიგის ჩემპიონატი სექტემბერში განახლდება. იმისთვის, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს, ახლა კლუბის ძირითადი გუნდი მომდევნო სეზონისთვის ემზადება.


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

რაგბის გუნდმა ‘ტაომ’ ზესტაფონის ‘არწივები’ დაამარცხა
რაგბის რეგიონულ გუნდში  300 მოზარდი ივარჯიშებს
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს
16 მარტს ‘ტაო’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ შეხვდება [R]
„ტაო“ პირველ ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება
‘ტაოს’ გზა პირველ ლიგამდე  [R]
‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით