FM97.5 / LIVE

ახალციხის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2019
„ახალციხელობის“ დღესასწაულზე გამართულ ღონისძიებაზე, საპატიო მოქალაქეებად ციური ლაფაჩი, იზოლდა წიქარიშვილი , მეუფე სერგი და მარიამ კარაპეტიანი დაასახელეს.

ახალციხის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

დღეს, 30 ივნისს „ახალციხელობა 2019“–ის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ახალციხის ოთხი საპატიო მოქალაქე დაასახელეს. ესენი არიან: სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი, „ადგილის დედა –ახალციხეს“ რედაქტორი იზოლდა წიქარიშვილი, ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი და ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მარიამ კარაპეტიანი.

„დიდი სიყვარული სუფევს ახალციხეში, ყველა ეროვნების ხალხი იყვნენ აქ, ებრაელები ბერძნები და ყელა გამოხატავდა დიდ სიყვარულს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ასეთი რამ იშვიათ ქალაქს აქვს და მინდა გთხოვოთ, რომ ეს სიყვარული შეინარჩუნოთ“, – განაცხადა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგი ჩეკურიშვილმა.

„ძალიან ბედიერი ვარ, რომ თქვენს წინ ვდგავარ და დღეს ასეთ საპატიო მდგომაროებაში ავღმოჩნდი, როგორც ჩვენი ქალაქის ერთ–ერთი წარმოამდგენელი. ახალციხე თავის წარსულით ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მრავლის მთქმელი ქალაქია. იყო საპატიო მოქალაქე და გირჩევდეს ახალციხის საზოგადოება ეს არის ძალიან უმნიშვნელოვანესი ფაქტი“, – ამ სიტყვებით მიმართა სტუმრებს ციური ლაფაჩმა.

„მართალია მე ბორჯომში დავიბადე, მაგრამ ახალციხეში გავიზარდე და დავფრთიანდი და მთელი ჩემი მთელი ენერგია მოვახმარე იმას ,რომ ახალციხე ყოფილიყო ძლიერი და კარგი“, – განაცხადა იზოლდა წიქარიშვილმა.

2013 წლიდან დღემდე საპატიო მოქალაქის სტატუსი ახალციხეში 22 მოქალაქეს მიანიჭეს.

ახალციხის საპატიო მოქალაქეთა სია:

2018 წელი – ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, ექიმი რუზანა მელიქიანი და ხალხური რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე;

2017 წელი – ზიგმუნდ ზილბერშტეინი, დევიდ ფოლკნერი –ინგლისის ნიუკასლის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე და ცისანა ახვლედიანი – ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორი;

2016 წელი – თინათინ ჯაყელი, ნათელა იაძე და ლელა ნაროზაული;

2015 წელი – მერაბ ბერიძე, ელგუჯა კოპაძე და ვასილ კვინცხაძე;

2014 წელი – ომარ ჯაყელი, ვახტანგ კვესელაძე და მამა სტეფანე;

2013 წელი – კოპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და რეჟისორი თემურ ჩხეიძე;

ახალციხის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

რატომ არ ირჩევენ საპატიო მოქალაქეებად ახალციხელ ახალგაზრდებს?
ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია
საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე შერჩეულია
საპატიო მოქალაქეები: სტატუსი მოულოდნელი იყო
‘საპატიო ახალციხელები’ – ეს სტატუსი მოულოდნელი იყო