FM97.5 / LIVE

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2019
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
„საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია", – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ხუთ ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

ახალციხის საგამოცდო ცენტრი მდებარეობს პირველ საჯარო სკოლაში მის: ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2;

გთავაზობთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს:

1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;
1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

უცხოური ენა:

8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება;
22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.


2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

17 - ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B);
18 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - B);
22 - ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - A);
23 - ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C);
23 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - A);
24 - ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).

2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი:

5 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;


2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება - განრიგი:

10 ივლისი:

პროფესიული უნარები.

11 ივლისი:
პროფესიული უნარები.

12 ივლისი:
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ბუნებისმეტყველება (I-VI);
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
მათემატიკა (I-VI).

17 ივლისი:
მუსიკა;
ისტორია;
გეოგრაფია;
სამოქალაქო განათლება;
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII).

18 ივლისი:
ფიზიკა;
მათემატიკა (VII-XII);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ქიმია;
სპორტი.

19 ივლისი:
ბიოლოგია;
ინგლისური ენა - წერითი ნაწილი;
რუსული ენა - წერითი ნაწილი;
გერმანული ენა - წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა - წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა - წერითი ნაწილი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი.

20 ივლისი:
ინგლისური ენა - პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა - პრაქტიკული ნაწილი.

21 ივლისი - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

2017 წლის გამოცდების ჩატარების  განრიგი
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყება

აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ
ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისიდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია