FM97.5 / LIVE

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]

მთავარისიახლე, შემთხვევა 28.06.2019
ახალციხეში უხვი ნალექის შედეგად, ნიაღვარი თამარაშვილის ქუჩაზე ადგილობრივების ეზოებში შევარდა. დატბორილია სარდაფები, ავტოფარეხები და ერთი საცხობი. წყალი ჩავიდა ხუთსართულიანი ბინის სარდაფშიც.

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]
ძლიერი წვიმა და ქარი ახალციხეში დღეს, 28 ივნისს 17:30 საათზე დაიწყო. სტიქიამ ყველაზე მეტად თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა დააზარალა.

„სარდაფში შემოვარდა წყალი, პროდუქტი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები დაასველა. მოვასწარი და ღვარცოფს მიმართულება შევუცვალე, თორემ სარდაფი აივსებოდა“, – ამბობს თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები პავლე თუმანიშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ქუჩაზე სანიაღვრე არხი არ არის და ყოველი წვიმის დროს მსგავსი პრობლემა აქვთ.
წყალი შევიდა თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობშიც. თანამშრომლებმა მხოლოდ რამდენიმე ტომარა ფქვილის გადარჩენა შეძლეს, დატბორილია ტექნიკა და დასველებულია ფქვილი.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გრიგოლ ხანძთელზეც. აქაც დატბორილია ეზოები.

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა [ფოტო]
თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია
ახალციხეში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს  ქალაქის მერი სწავლობს
წვიმამ განსაკუთრებით სამი ქუჩა დააზარალა
წვიმამ, ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებლები დააზარალა
ახალციხის სამ ქუჩაზე წყლის შემკრები და სანიაღვრე არხები გაკეთდება
ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სოფელ ანდაში  ადგილობრივები დააზარალა