FM97.5 / LIVE

ახალციხეში ვანო მერაბიშვილის სახლს დილიდან პოლიცია აკონტროლებს

მთავარიპოლიტიკა 16.09.2013
დღეს, 16 სექტემბერს, დილიდან, ახალციხეში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, მერაბიშვილის ოჯახს არაოფიციალური ვიზიტით პრეზიდენტი ესტუმრება.

ახალციხეში ვანო მერაბიშვილის სახლს დილიდან პოლიცია აკონტროლებს

პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ ახალციხის ცენტრალური ქუჩის, რუსთაველის ქუჩის იმ ნაწილსაც, რომელიც მერაბიშვილის სახლს ესაზღვრება.

ქალაქში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილის ოჯახი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოინახულოს. ასახელებენ მისი ვიზიტის დროსაც. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი მერაბიშვილებს ერთ საათში ესტუმრება. პრეზიდენტის არაოფიციალური ვიზიტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია „მე-9 არხიც“. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ინფორმაცია მათ იმ სამართალდამცველებისგან გაიგეს, რომლებიც ტერიტორიას იცავენ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა. პრეზიდენტის პრესსამსახურში მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. მიხეილ სააკაშვილის სტუმრობის შესახებ ინფორმაციას არც მასპინძლები ფლობენ.

„სტუმრად ვარ, არაფერი ვიცი, რომ მოდიოდეს ალბათ გაგვაფრთხილებდნენ“, - გვითხრა ვანო მერაბიშვილის დედამ ჟენია მერაბიშვილმა.

პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ არც „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშტი აქვთ ინფორმაცია.

„არაფერი ვიცი“, - გვითხრა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბის უფროსმა მალხაზ გიქოშვილმა.

სამართალდამცველები მერაბიშვილის სახლთან ამ წუთებშიც იმყოფებიან. „სამხრეთის კარიბჭემ“ რამდენიმე ფოტოს გადაღება მოახერხა. თუმცა, ოდნავ მოგვიანებით, სამართალდამცველებმა გვითხრეს, რომ მათი ნებართვის გარეშე ფოტო/ვიდეო გადაღებისა და რაიმე ინფორმაციის გავრცელების უფლება არ გვაქვს.

მერაბიშვილის სახლთან რჩება „სამხრეთის კარიბჭეც“.

ახალციხეში ვანო მერაბიშვილის სახლს დილიდან პოლიცია აკონტროლებს

[Sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.05.2020 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

27.05.2020 29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 8 ივნისიდან სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

27.05.2020 პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტმა მერაბიშვილების სახლი დატოვა
ვანო მერაბიშვილის მშობლებს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობს
პრეზიდენტის გასაიდუმლოებული ვიზიტი ვანო მერაბიშვილის მშობლებთან [photo]


ახალციხის ციხეში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ არ იცოდნენ
ვანო მერაბიშვილის დედამ გათავისუფლების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა
ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ გალახული მოსწავლეები - გამოხმაურება მედიაში
სამხარეო ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ვიზიტზე კომენტარს არ აკეთებენ