FM97.5 / LIVE

გახარია: 'ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა' [ვიდეო]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.06.2019
დღეს, 27 ივნისს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველაფერი რაც 20 ივნისს მოხდა, მისი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება სამართალდამცავებს, მისი თქმით "პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვებული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპოზოდებთან რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი".

გახარია: 'ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა' [ვიდეო]

„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. ასევე, ჩემი პასუხისმგებლობაა, ის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება, როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის, პოლიციელებს, მაშინ როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა. ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შესაბამისად შეფასებული საზოგადოების მხრიდანაც“,- განაცხადა გახარიამ.

გახარია ასევე ამბობს, რომ გამოყენებული ძალის პროპორციულობის ნაწილში არსებობს კითხვის ნიშნები, რომელიც დეტალურადაა გამოსაძიებელი.

"აბსოლუტურად მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ ნაწილს და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია და ამას არ იძიებს შსს – ამას ვიძიებთ აბსოლუტურად ღიად, ამაში მზად ვართ ჩაერთოს როგორც სახალხო დამცველი, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე, სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს – მე ვარ აქ, და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე ცდილობს, რომ ბულინგის სახით, მოუწყოს სახალხო სასამართლო, რაც ასევე მიუღებელია,“- ამბობს გახარია.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ტყვიები, რომლებიც სპეცრაზმმა გამოიყენა, აკრძალული არ არის და შსს-ს შეიარაღებაში 2012 წლის აგვისტოდან იმყოფებოდა.

„თქვენ ახლა მაგალითად, რეზინის ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახის დათვის. ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია, რომელიც ხვალ და ზეგ გამჟღავნდება. გამოძიება გამოიძიებს და იტყვის, რას რა სახელი უნდა დაერქვას, თუმცა, ის რეგლამენტები, რომელიც არსებობს დღეს ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, შესაძლებელია იყოს გადახედილი, შეიძლება გადავხედოთ. რაღაც ნაწილში შეიძლება ამოვიღოთ რაღაც სახის, ან შეიძლება ცოტა სხვანაირი პროტოკოლები გავაკეთოთ, რომელიც უფრო გაითვალისწინებს საერთაშორისო ნორმებს, თუმცა, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შემთხვევები, როდესაც ხდებოდა დამიზნებით ან ახლო მანძილიდან სროლა, არის გამოსაძიებელი".

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ თანამდებობაზე იქნება მანამ, სანამ არ დასრულდება გამოძიება.



ნეტგაზეთის ვიდეო

[sknews.ge]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გიორგი გახარია: 20 ივნისის ღამეს 30–ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული
'5-მეგავატიანი ჰესისთვის ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ?' – გახარია პანკისელებს
გიორგი გახარია: უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის
გახარია - პოლიციასა და პარლამენტზე თავდასხმისთვის ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
გახარია - 'პოლიციელებისთვის ხელფასის ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდება'
უნდა გადადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია [ვიდეო]
'პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს' — გახარია