FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.06.2019
სამცხე–ჯავახეთში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, 20 ივნისიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ. ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე კი აცხადებს, რომ „პატრიოტი, კეთილი სურვილით გულანთებული ახალგაზრდები ევროპელებმა და ნაციონალებმა გამოიყენეს".

სამცხე–ჯავახეთში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ

ნინოწმინდა–ახალქალაქში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს არსენ კარაპეტიანს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები კორეას და კიმ ჩენის მმართველობას აგონებს: „ნელ–ნელა კორეას ვემსგავსებით, როდესაც ივანიშვილის, რუსეთის მონის, მიერ გაცემულ ბრძანებას ასრულებს პარლამენტი და აკავებს იმ ადამიანებს, ვისი დასჯაც მათ სურს“.

კარაპეტიანი იზიარებს თბილისში მომიტინგეების მოთხოვნებს და ამბობს, რომ თვადაც ესწრება აქციებს. აქციაზე იყო 20 ივნისის ღამეს, რა დროსაც დარბევა მოხდა: „გახარიას გასროლილი ტყვიები მეც მომხვდა, მაგრამ მიჩვეული ვარ. ორმა ბიჭმა ძლვის გამომიყვანა იქიდან, იმიტომ რომ ფეხში მქონდა მოხვედრილი და ფაქტობრივად ვეღარ დავდიოდი. გავაგრძელებ აქციებში მონაწილეობას, როგორც რიგითი მოქალაქე და არა პოლიტიკოსი.“

სამცხე–ჯავახეთიდან თბილისის საპროტესტო აქციებზე ორგანიზებული გამგზავრება არ მომხდარა, თუმცა, ადგილობრივების ნაწილი, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ეტაპობრივად უერთდებიან, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. აქციებზე უკვე იყვნენ და კიდევ აპირებენ წასვლას „ვეროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები ახალციხესა და ადიგენში, გელა დემეტრაძე და სიმონ პარუნაშვილი.

„ვაპირებ კიდევ შევუერთდე აქციებს. ახლა ახალგაზრდების გამარჯვებაა ის, რომ მთავრობა დათანხმდა პროპორციული არჩევნების ჩატარებას. თუმცა დაარბიეს ახალგაზრდები, ყველას თავში დამიზნებით ესროდნენ და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გახარიამ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები უნდა გაგრძელდეს“,–ამბობს სიმონ პარუნაშვილი.

„ხელისუფლებას, სულ სხვანაირად შეეძლო ემოქმედა და არ მიეყვანა სიტუაცია ასეთ ესკალაციამდე. ის ძალა, რაც გამოიყენეს, იყო არაპროპორცოიული და ასე დამიზნებით თავის არეში სროლაც, იყო იმისთვის, რომ ჰქონოდა სადამსჯელო ხასიათი და დაშინებულიყო თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდობა, რაც არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ“, – ამბობს გელა დემეტრაძე.

ახალციხედან, თბილისში მყოფ დემონსტრანტებს, რამდენჯერმე შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე: „საქართველო 2012 წლიდან ნელ–ნელა გადადის რუსეთის ხელში და 20 ივნისს იმდენად გათავხედდა, გავრილოვი დაგვისვა პარლამენტში. ეს, ყველაფერი არის ღალატი და ბიძინა ივანიშვილს ამის გადაფარვა უნდა მელიას დაკავებით”, – აცხადებს ირაკლი ბარძიმაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლებს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვის იდეა მოსწონთ, თუმც, ნულოვანი ბარიერით ჩატრებას ივანიშვილის მორიგ ხრიკად აფასებენ.

„აფერისტულად შემოგვაპარა თავისი მორიგი ხრიკი, ვითომ ნულოვანი ბარიერით გაიმართოს არჩევნები და ამ ნულოვან ბარიერში კაცმა არ იცის, რას გულისხმობს და ვის შეიყვანს პარლამენტში“, – ამბობს ირაკლი ბარძიმაძე.

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭე“ რეგიონში მმართელი გუნდის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ერთადერთი ვინც, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ეს ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძეა.

“ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მოღალატეები არიან. ისინი შტურმით აპირებდნენ პარლამენტის აღებას და ის პატრიოტი, კეთილი სურვილით გულანთებული ახალგაზრდები გამოიყენეს, მერე თვითონ დაიმალნენ და ისინი კანონს შეატოვეს“,–განაცხადა გიორგი კომაპძემ.

საქართველოში საპროტესტო აქციები 20 ივნისს დაიწყო, რომელსაც წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. ძალის გამოყენებით ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ოპოზიციამ მორიგი აქცია 19 საათზე ჩანიშნა
Human Rights Watch: პოლიციამ აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა
აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული
როგორ განვითარდა მოვლენები რუსთაველზე - ქრონოლოგია
რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან
ომბუდსმენი: აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს ვსწავლობთ
'გახარია უნდა გადადგეს' - სამცხე-ჯავახეთის სტუდენტები თბილისის აქციებს აფასებენ