FM97.5 / LIVE

პრემიერ–მინისტრი: სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.06.2019
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20–21 ივნისს განვითრებულ მოვლენებზე, დღეს, 27 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პრემიერმა მომხდარში მიხეილ სააკაშვილს დაადანაშაულა და პასუხისმგებლობის აღება არა, გახარიას, არამედ დესტრუქციულ ძალას დააკისრა:"რომლემაც მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გამოიყენა თავის იარაღად".

პრემიერ–მინისტრი: სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა

„ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა. რაც ჩვენ 20 ივნისს ვიხილეთ, სრულიად მიუღებელი იყო ნებისმიერი ქართველისთვის. ერი, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძოდა თავისი მთავარი ფასეულობისთვის, თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი. შემდეგ საღამოს ჩვენ ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენი მოქალაქეების. ეს იყო გულწრფელი პროტესტი თითოეული ადამიანის, თითოეული ახალგაზრდის. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ყველამ დაინახა, რომ ეს დესტრუქციული ძალა ცდილობდა თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა გულწრფელი პროტესტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა პოლიციელებზე, რომლებიც იცავდნენ საქართველოს პარლამენტის პერიმეტრს.

„ალბათ, არავის აქვს იმის ილუზია, თუ რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ მართლაც მოეხერხებინა ამ აგრესიულ ძალას საქართველოს პარლამენტზე მიტანილი შტურმის ბოლომდე მიყვანა. საქართველოს მოსახლეობის მშვიდობას დაემუქრა საფრთხე, საქართველოს კონსტიტუციაზე იყო პირდაპირი შეტევა და ეს ყველაფერი დასრულდებოდა უმძიმესი ქაოსით ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, მოვლენებზე პასუხიმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელმაც გამოიყენა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი.

„ჩვენი პირველადი ამოცანა გახლავთ, რომ ეს პროვოკაცია ამოიწუროს და არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ჩვენ არ გვიჭირს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გვაქვს უმაღლესი სტანდარტი. ასე მოხდა, როდესაც ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ გადადგეს შს მინისტრი გირგი გახარია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად და ეს ერთმნიშვნელოვანია,“ – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ, პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ არ წარადგინა დღეს პარლამენტში ერთწლიანი ანგარიში: „ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში თუ სხვადასხვა მიმართულებით, ეს არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს ჩვენთანაა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს კოლეგებთან ერთად, და მზად ვარ, ნებისმიერ დროს, საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად, მივიდე ჩემი კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში, ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე. დღეს რაც აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენები“.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პრემიერი: 'არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის წევრებს'
პრემიერი – უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს
პრემიერი: 'უმძიმესი სანახავია მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა'
პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
პრემიერი იმ ჟურნალისტებს დააჯილდოვებს, რომლებიც 13 ივნისს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობდნენ
პარლამენტის წინ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს