FM97.5 / LIVE

'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.06.2019
სოფელ ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ავარიული სახლის შესაკეთებლად ახალციხის მერიას სამშენებლო მასალებით დახმარებას სთხოვენ.

'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში

ვანო გორგაძე საკუთარ სახლში ძმასთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა, დაზიანებული სახლის გამო, მცირეწლოვნები დროებით მეზობლის სახლში გადაიყვანეს. სოციალურად დაუცველ ოჯახს სხვაგან წასასვლელი არ აქვს.

ოჯახმა თვითმმართველობას განცხადებით რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

„მერიაში საბუთები მივიტანე, მაგრამ ჯერ რეაგირება არ მოჰყოლია. უმუშევარი ვარ, სოციალურად დაუცველის სტატუსიც მაქვს. მსხვილფეხა საქონელი მყავს და მიწაზეც ვმუშაობ. თავს ამით ვირჩენ, მაგრამ სახლის გასამაგრებლად სამშენებლო მასალების საყიდელი ფული არ მაქვს. ეს ავუხსენი მერიაში და დამპირდნენ, მოვალთ, დავათვალიერებთ სახლს და მდგომარეობას შევისწავლითო, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა“, - ამბობს ვანო.

აპირებენ თუ არა გორგაძის სახლის მდგომარეობის შესწავლას, ამ კითხვით ახალციხის მერიას მივმართეთ: „შესწავლის პროცესშია და ჩვენი მხრიდან, შესაძლებლობის ფარგლებში, დავეხმარებით“, - გვითხრეს მერიის საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურში.

გორგაძე მერიას, ორი პატარა ოთახის ასაშენებლად, სამშენებლო მასალით დახმარებას სთხოვს: „ასაშენებლად მასალა მომცენ და ჩემი ხელით დავდგამ პატარა ოთახს ეზოში“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ
ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
30 თუნუქი და 10 ტომარა ცემენტი – დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს
‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს
უტყისუბანში მრავალშვილიან ოჯახს ადიგენის გამგეობა თუნუქითა და ცემენტით დაეხმარება
ახალციხეში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები მერიას დახმარებას სთხოვს