FM97.5 / LIVE

ახალი დეტალები ბაკურიანში ძმის მკვლელობის საქმეზე

მთავარისიახლე, სამართალი 27.06.2019
ბაკურიანში, ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 20 წლის ახალგაზრდას, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და შესაძლოა, პირობით მსჯავრით გათავისუფლდეს. ცნობილია მკვლელობის ჩადენის მოტივიც.

ახალი დეტალები ბაკურიანში ძმის მკვლელობის საქმეზე

ბრალდებულის ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, მუხლის გადაკვალიფიცირება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნამ გამოიწვია, სადაც წერია რომ 20 წლის ბიჭმა ძმა, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მოკლა: „ჩვენ დასკვნამდეც ამას ვამბობდით, რომ დანაშაული გააზრებული არ ჰქონდა და სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა, რაც დამტკიცდა კიდეც“.

20 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ბრალად ედება ძმის მკვლელობა (სსკ–ს 109–ე მუხლი, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13–დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ახლა ბრალი სსკ–ს 111–ე მუხლით ედება, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. აღნიშნული მუხლი ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას, ან ექვსი თვიდან ერთ წლამდე პირობითი მსჯავრის შეფარდებას ითვალისწინებს.

ნუგზარ სამარჯიშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლე მკაცრ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ბრალდებულს პირობითი მსჯავრით გაათავისუფლებს.
მკვლელობიდან ოთხი თვის შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატი, 20 წლის ბიჭის მიერ ძმის მკვლეობის მოტივზეც საუბრობს და ამბობს, რომ მოკლული ხშირად ძალადობადა ძმაზე და დედაზე, რის გამოც ბრალდებული მდგომარეობიდან გამოვიდა: „გარდაცვლილზე სასამართლოს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გაცემული, რადგან ხშირად სცემდა ძმას და დედას. მკვლელობის დღესაც მსგავსი ფაქტი ყოფილა, რასაც დეტალურად ვერ მოვყვები“.

გარდაცვლილს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

საქმესთან დაკავშირებით, ახალციხის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა უკვე გაიმართა, სადაც საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულება დაცვის მხარემ უდავოდ ცნო: „რაც და როგორც ჩაიდინა აღიარებს და ნანობს საკუთარ დანაშაულს, ამიტომ ყველა მტკიცებულებას ჩვენ უდავოდ ვცნობთ“.

შემდეგი სასამართლო სხდომა ორ ივლისს ჩაინიშნა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წაიკითხავენ და, სავარაუდოდ, მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.

ბაკურიანში მკვლელობა ექვს მარტს, საღამოს მოხდა. 29 წლის კაცი ცივი იარაღით ძმის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა 20 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ერთწლიანი პატიმრობა ძმის მკვლელობისთვის
ბაკურიანში 29 წლის კაცი მოკლეს – მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს
ბაკურიანში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მოსამართლეს პატიმრობის შეფარდება სთხოვა
ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საპროცესოს გაფორმებას ითხოვს
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს
ასპინძაში მკვლელობა მოხდა