FM97.5 / LIVE

ფოფხაძე: 'მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.06.2019
დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საკითხს მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იმუნიტეტის გაუქმების შესახებ, დისკრიმინაციულია.

ფოფხაძე: 'მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას'

„თუ იქნებოდა ინიციატივა, რომელიც გააუქმებს საქართველო სპარლამენტის იმუნიტეტს და ყველას ჩაგვაყენებს ერთნაირ მდგომარეობაში, ამ გადაწყვეტილბას მე ხმას მივცემდი. ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა დისკრიმინაციული, მაგრამ მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას“, - ეს განცხადება დღეს, 26 ივნისს, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მან პარლამენტის წევრებს მოუწოდა, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარკვეული თანმიმდევრობა დაიცვან.

მისივე თქმით, მელიას დაპატიმრების საკითხი პარლამენტში არ უნდა განიხილებოდეს: „არავის გვინდა აქ, რომ ნებისმიერ დანაშაულში ეჭვმიტანილმა პასუხი არ აგოს, არცერთი ჩვენგანი კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს, მაგრამ მე არ მაქვს მორალური უფლება, ნიკა მელიას შევუჩერო იმუნიტეტი, და გადავცე ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს. არა არის ეს სწორი და ამ გადაწყვეტილებაში თუ მივიღებ მონაწილეობას მე მგონია, რომ ჩემს სინდისთანაც მტყუანი ვიქნები“.

პარლამენტის პლენარული სხდომა გრძელდება. ამ სხდომაზე გადაწყდება ექნება თუ არა პროკურატურას ნიკა მელიას დაპატიმრების უფლება.

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

'თუ დამნაშავეა, დაისჯება'– გიორგი კოპაძემ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა
რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს წარუდგენს
ნიკა მელიას მონიტორინგისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ
ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი აღარ იცავს
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს