FM97.5 / LIVE

‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2019
დღეს, 26 ივნისს ადიგენში, სოფელ უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. წირვის შემდეგ, მონასტრის მიმდებარედ კონცერტი ჩატარდა. სტუმრებს მესხური კერძებით გაუმასპინძლდნენ.

‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]
დღესასწაულის აღნიშვნა 10:00 საათზე, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორეს მიერ გამართული წირვით დაიწყო.

13:00 საათზე კი უდის კულტურის სახლში ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა საზეიმო წარმოდგენა გამართეს.

„ცეკვა მიყვარს და ძალიან მიხარია სცენაზე რომ გამოვედი, მთიულური და აფხაზური ვიცეკვე“, - გვითხრა რვა წლის მარიამ ბალახაშვილმა.

‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]

კულტურის სახლის მისაღებში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ირმა მერაბიშვილისა და გულო კაჭკაჭიშვილის შემოქმედება დაეთვალიერებინა.


‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]
ობობის ქსელით შექმნილი ღვთისმშობელი ავტორი: ირმა მერაბიშვილი

წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნაქარგები და თექით შექმნილი ნივთები გამოფინეს.

‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]

„ამ დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და განსაკუთრებით სოფელ უდესთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ როგორც ვიცით ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით ამ სოფლიდან იყო. ვიცით რამხელა მნიშვნელობა აქვს მას რუმინეთისთვისაც. ასე რომ ვულოცავ სრულიად სამართლმადიდებლოს. ეს დღესასწაული სახალხო დღესასწაულადაც ვაქციეთ, რითაც ხალხი კმაყოფილია“. - გვითხრა ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასულიერო პირების გარდა, დღესასწაულს დაესწრო რუმინეთის ელჩი საქართველოში რადუ-ლივიუ ჰორუმბა.

„უდეში წმინდა ანთიმოზობის მოსალოცად მოვედი, ის იყო ისტორიული პერსონა, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუმინეთისთვის. მან ამ ორივე ერის კულტურისთვის ბევრი რამ გააკეთა,“ - გვითხრა ელჩმა.



სოფელ უდეში "ანთიმოზობის" დღესასწაული 2005 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც ამ სოფლის მკვიდრის, ხსოვნის პატივსაცემად იმართება.

‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]

‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]

‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]

‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]

‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ადიგენი]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება
სოფელ უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა ®
სოფელ უდეში "ანთიმოზობას" აღნიშნავენ
სოფელ უდეში „ანთიმოზობას“ აღნიშნავენ
სოფელ უდეში ”ანთიმოზობას”  აღნიშნავენ
26 ივნისს უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღნიშნეს
26 ივნისს უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ