FM97.5 / LIVE

ახალციხე რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2019
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი მოეწყობა. დამთვალიერებლები სახელოსნოებში სხვადასხვა მასალაზე მუშაობის მასტერკლასებს ნახავენ.

ახალციხე რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალი ახალციხის ციხეზე 28-30 ივნისს გაიმართება. იგი მიზნად ისახავს რეწვის დარგების პოპულარიზაციასა და სახელოსნოების წარმოჩენას.

ფესტივალის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოებისა და აქ მომუშავე ოსტატების საქმიანობის ღია მასტერკლასები მოეწყობა.

ადგილზე შესაძლებელი იქნება კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, იარაღის დამუშავება, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, ქსოვილების დაჩითვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა. ერთ სივრცეში მოწყბილი სადემონსტრაციო ჩვენებები საშუალებას მისცემს თითოეულ ოსტატს, საკუთარი ხელობის უნიკალურობა და სახელოსნოების მიერ შეთავაზებული მომსახურება წარმოაჩინოს.

სახელოსნოებთან მოეწყობა მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება სამჭედლო, ტყავის დამუშავების, ხეზე კვეთის, თექის, ტექსტილის, ლითონის, კერამიკის, ტიხრული მინანქრის სახელოსნოები; ასევე - აზიური გალერეა, სადაც სამკაულებისა და ლითონის დამუშავების მასტერკლასის ნახვა იქნება შესაძლებელი.

ფესტივალში მონაწილეობას 200-მდე ქართველი და უცხოელი ოსტატი მიიღებს.

ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი ხორციელდება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით.

მსგავსი ფესტივალი ახალციხეში გასული წლის სექტემბერშიც მოეწყო.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
28-30 ივნისს, ახალციხეში ‘რეწვის სახელოსნოების ფესტივალი’ გაიმართება [R]
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი [Photo]
რეწვის სახელოსნოების ფესტივალს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები სტუმრობენ
ახალციხეში რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ტრადიციული რეწვის ფესტივალი ახალციხის ციხეზე დასრულდა [ფოტო]
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]