FM97.5 / LIVE

ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2019
სავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა აბრა შეიცვლება, სადაც სოფლის დასახელება შეცდომით წერია. სამუშაოები პირველი ივლისიდან დაიწყება.

ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება

„შეცდომით დატანილი დასახელებები ზუსტად რამდენი აბრაა ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენს ბალანზსე არსებული ყველა აბრა იქნა შესწავლილი და დაზუსტებული და ივლისის დასაწყისიდან უკვე შეცვლას დავიწყებთ“, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გარდა ახალქალაქისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ რეგიონის მასშტაბით წარწერები ყველა იმ, აბრაზე შეიცვლება, სადაც შეცდომით წერია და რომელიც დეპარტამენტის ბალანსზეა.


როგორც მხარის რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი განმარტავს, აბრებზე არსებული წარწერები, ენის პალატისაგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დააკორექტირეს და ახალი აბრების განსათავსებლად, საგზაო დეპარტამენტს გადაუგზავნეს. ენის პალატას, ახალქალაქსა და რეგიონის მასშტაბით, აბრებზე დატანილი დასახელებების შესასწავლად სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ მიმართა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ათობით სოფლის აბრაზე, დასახელებები შეცდომით წერია. აღნიშნულის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა დაწერა.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები ისევ არ შეუცვლიათ
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეიცვლება
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეცვალეს
ახალქალაქში ბანერების საკითხის შესწავლაში სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთო
‘შეცვალეთ საგზაო ნიშნებზე სომხური ალფაბეტით დატანილი წარწერები’ – საგზაო ახალქალაქის მერიას
ახალქალაქში ორი საჯარო უწყების  სახელი აბრებზე ქართულად შეცდომით წერია [Photo]
ახალქალაქის მერიამ სოფლების აბრების საკითხის შესწავლა დაიწყო