FM97.5 / LIVE

აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2019
აწყურში, ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის დამატებით ოთხი მილიონი ლარი გამოიყოფა. სამუშაოები ორი წლის დაგვიანებით, 2024 წელს დასრულდება.

აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ სამუშაოებზე თანხის დამატებისა და ვადის გახანგრძლივების მიზეზი, პროექტში შესული ცვლილებებია, რომლის მიხედვით ტაძარი, თუნუქის სახურავის ნაცვლად, ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტრადიციული ქვის ლორფინით გადაიხურება.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს, ნაგებობის თაღოვანი კონსტრუქციების მოწყობა. არსებული გეგმის მიხედვით, ფიზიკური სამუშაოების შედეგად მიმდინარე წელს ტაძრის ტანის ყველა არქიტექტურული სეგმენტი დასრულდება. მომდევნო წლიდან სარესტავრაციო პროცესი, რომელსაც კომპანია "ივერთმშენი" ახორციელებს, აწყურის გუმბათის ყელის მშენებლობას მოიცავს.

აწყურში, ტაძრის რესტავარაციის პროექტში ცვლილებების შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ერთი თვის წინ წერდა. მაშინ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ ამბობდა, რომ ტაძრის სახურავის შეცლის გამო თანხები სავარაუდოდ მილიონი ლარის დამატება დასჭირდებოდა და სამუშაოები 2022 წლამდე გადაიწევდა.

პროექტში ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც აწყურში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია ფონდი "ქართუს" და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით 2016 წელს დაიწყო. ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 12,5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. აღდგენილ ტაძარზე ქვის უძველესი არქიტექტურული დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.

ისტორიკოსების ვარაუდის მიხედვით, აწყურის საკათედრო ტაძარი მეთერთმეტე საუკუნის ძეგლია, რომლის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები შემორჩენილი არაა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია XIV-XV სს-ში სამცხის მმართველმა ათაბაგებმა-ჯაყელებმა აღადგინეს ტაძარი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

ცნობილია, რომ დიდი ხნის განმავლობაში აქ იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება
ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა
აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს
აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერება დეკემბრამდე გადაიდო
აწყურში შესაძლოა მეათე საუკუნის ქვა იპოვეს
ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება