FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია

მთავარისაზოგადოება 13.09.2013
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე N31-ე კორპუსის მეოთხე სართულზე სახლს ხანძარი გაუჩნდა. 66 წლის ვაჩო აბოიანს სახლში გაზის ბალონი აუფეთქდა.

თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია
ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება 17:50 საათზე შევიდა. როგორც სახანძრო სამსახურის მეხანძრე ბადრი ლეკიშვილი ამბობს სახანძრო და სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე სამ წუთში გამოცხადნენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც.

„შემთხვევის ადგილზე სახლის მეპატრონე დაგვხვდა, სახლში მხოლოდ დივანი იწოდა. ხანძრის ლოკალიზება კი 5 წუთში მოხდა“,-ამბობს ბადრი ლეკიშვილი.

ვაჩო აბოიანის გაზის ბალონი აუფეთქდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მეგობარმა აჩუქა.

„მეგობარმა ძველი გაზის ბალონი მაჩუქა, თან მითხრა შესაკეთებელიაო. მეორე დღესვე გასაკეთებლად წავიღე, მითხრეს კარგად გაგიკეთეთო. საჭმლის გაკეთება მინდოდა და გაზი ავანთე, ბალონი აფეთქდა და ინერციით გადავარდი“,- გვიყვება აბოიანი.

მას შუბლი და ხელები აქვს დამწვარი. აბოიანს პირადი საბუთები და ფულიც დაეწვა.

„დღეს ავიღე პენსია და დივანის ქვეშ შევინახე, ყველაფერი დამეწვა“,-ამბობს დაზარალებული.

აბოიანი სახლში 20 წელია მარტო ცხოვრობს. მეზობლები ამბობენ, რომ მას ხშირად პურის ფულს ხშირად თვითონ აძლევენ. სახლში ხის კარადის და ერთი საწოლის გარდა არაფერი გააჩნია.

თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის ბალონი აფეთქდა
ხანძარი ახალციხეში - ცეცხლი სახლის სახურავს გაუჩნდა[Photo]
ახალციხეში ხანძარი, რომელიც საცხოვრებლის სათავსოს გაუჩნდა, ლოკალიზებულია
ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]
მუსხში საცხოვრებელ სახლს სახურავი დაეწვა
ბორჯომში, სოფელ რველში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ვალეში სკოლის შენობას ხანძარი გაუჩნდა