FM97.5 / LIVE

ახალციხეში კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.06.2019
დღეს, 25 ივნისს, ახალციხის მუსიკალური სკოლის ორგანიზებით, კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას კომპოზიტორიც დაესწრო.

ახალციხეში კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა [ფოტო]

მუსიკალურ სკოლაში გამართული საღამო კომპოზიტორის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სკოლის მოსწავლეებმა ცაბაძის ნაწარმოებები შეასრულეს, რის შემდეგაც, სცენაზე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ინსტრუმენტული ტრიო ავიდა.

ფლეიტის, ვიოლინოსა და როიალის თანხლებით მათ რამდენიმე ნაწარმოები შეასრულეს, მათ შორის: საბავშვო პიესები, „ტანგო“ და „მონატრება“, რომლითაც მომღერალი გოგი დოლიძე გაიხსენეს.

ღონისძიებაზე თავად კახა ცაბაძემ მამის, გოგი ცაბაძისადმი მიძღვნილი სიმღერა შეასრულა.

„აქ რაღაც განსხვავებული, ხალასი ნიჭი აქვთ მუსიკის. ჩამოვიტანე ახალი ნაწარმოებები, რომლებიც დაიბეჭდა და მეგონა რომ გავახარებდი, მაგრამ თურმე უკვე იცოდნენ ესენი და სცენიდან მომასმენინეს. ეს ნიშნავს, რომ პროგრესულები არიან და ქართული მუსიკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ“, - განმარტა კახა ცაბაძემ.

კომპოზიტორი ახალციხეში მუსიკალური სკოლის მოწვევით ჩამოვიდა: „ჩვენ ხშირად ვმართავთ ხოლმე ასეთ ღონისძიებებს. ამჟერად, კახა ცაბაძე მოვიწვიეთ და ვფიქრობ, საღამო ძალიან კარგი გამოვიდა“, - ამბობს მუსიკალური სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი.

ახალციხეში კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა [ფოტო]

ახალციხეში კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა [ფოტო]

ახალციხეში კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო ასპინძაში
კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო
ასპინძის სამუსიკო სკოლას კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი  ესტუმრა
ახალციხეში პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ბორჯომის პარკში კლასიკური მუსიკის საღამოები იმართება
ახალციხეში ნორჩი პოეტების საღამო გაიმართა
ბორჯომში 'ქართული დუეტის საღამო' გაიმართება