FM97.5 / LIVE

დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.06.2019
ახალციხე – რა ხდება ტურისტულ ქალაქში, ჩამოდიან თუ არა რუსი ტურისტები და რას ამბობენ სასტუმროების მფლობელები.

დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

ანნა ეროვნებით რუსია, ქმართან და ორი წლის შვილთან ერთად ვორონეჟიდან ჩამოვიდა. მათ რაბათის ციხეზე შევხვდი, როცა იქაურობის დათვალიერებას აპირებდნენ.

„ჩვენ საქართველოში პუტინის განცხადებამდე ვიყავით ჩამოსულები, თუმცა აქაურობა რომ დაგვეტოვებინა, არც გვიფიქრია. მანქანით ვართ და ფრენების აკრძალვა არც იმოქმედებს ჩვენზე. აქ არის სიმშვიდე და კარგი ხალხი. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. როცა სახლში ჩავალთ, მეგობრებს ვეტყვით, რომ ჩამოვიდნენ და აქაურობა ნახონ “, – გვითხრა მან.

ტუროპერატორი ეკა ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ საქართველოში ტურები არ გაუქმებულა.

„დღესაც მყავს ორი რუსი ოჯახი ჩამოყვანილი, რაბათის ციხის სანახავად. მე ერთი ტურიც არ გამუქმებია. აქედან წასული ტურისტები მიგზავნიან ისევ თავის მეგობრებს. არიან ადამიანები, რომლებმაც, სანამ ჩამოვლენ, იმისთვის რომ დაადგინონ, არის თუ არა აქ სიმშვიდე, ვიდეოების გაგზავნას მთხოვენ. მეც ვუგზავნი ლაივებს, გადაღებულს რუსთაველზე, ან როცა რესტორნებში ვსხდებით, ან როცა რამეს ვათვალიერებთ.
ვაჩვენებ, რომ აქ არაფერია საშიში და ჩამოსვლა არის უსაფრთხო. ამიტომაც მოდიან“, – ამბობს ეკა ჯაფარიძე.

სასტუმრო „ტურისტში“ ჩვენი მისვლისას რუსი ტურისტები არ ჰყავდათ, თუმცა, როგორც მითხრეს, რამდენიმე ჯავშანი გაუქმდა.

„ჩვენ გვყავს, ძირითადად, სტუმრები ჩეხები, პოლონელები, სლოვაკები. არ ვართ დამოკიდებულები რუს ტურისტებზე. რომ არ ჩამოვიდნენ, ვერც ვიგრძნობთ, ალბათ. რიგებია და წინასწარი ჯავშნები გვაქვს ძალიან ბევრი“, – გვითხრა სასტუმროში მისულებს ზურაბ კურტანიძემ.

განსხვავებულად ფიქრობს სასტუმრო „შინის“ მეპატრონე დიმიტრი კურტანიძე, რომელიც ამბობს, რომ ათამდე ჯავშანი უკვე გაუუქმდა. სესხი აქვს აღებული, ვერ ისტუმრებს და ზარალიც ნახა.

„ვინ უნდა მოვიდეს ახლა? მარანი გავაკეთე, რუსებზე მქონდა გათვლილი. აღარ ჩამოვლენ, ხარჯი ბევრი უჯდებათ და რაღა აქ ჩამოვლენ? წავლენ თურქეთში, სადაც ეხვეწებიან. რომ შეგაგინოს ვინმემ ჩახვალ კიდევ იქ? არ ჩახვალ. დემონსტრანტებმა შეაგინეს პუტინს. ღვინოები რომ უკან ბრუნდება კარგია? ტერიტორიის ოცი პროცენტის უკან დაბრუნება თუ გვინდა, უნდა მოფხანო, მოეფერო და წაართვა, კი არ უნდა დაეტაკო. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ეგ კი ვიცი, იზარალებს სასტუმრო, ვალები რით გადავიხადო, არ ვიცი, სესხი მაქვს აღებული“, – ამბობს დიმიტრი კურტანიძე.

რაბათში მდებარე სასტუმრო „მიმინოს“ ადმინისტრატორი ეკა კაპანაძე ამბობს, რომ სტუმრები ჰყავთ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიდან.

„გაუქმდა რუსების რამდენიმე ჯავშანი, მაგრამ მხოლოდ რუსები გვყავს–მეთქი, ვერ ვიტყვი, არ ვართ მათზე დამოკიდებულები. ახლაც ათკაციანი ჯგუფი გვყავს გერმანელების“, – გვითხრა ეკა კაპანაძემ.

რუსეთის ხელისუფლებამ რუს ტურისტებს მოუწოდა, არ ჩამოვიდნენ საქართველოში. მოწოდება კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც საქართველოდან დუმის დეპუტატი გავრილოვი გააძევეს, ხოლო პარლამენტის წინ დაიწყო აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

‘მაშინ ნურც რუს ტურისტებს შემოვუშვებთ’– პუტინის სუვენირების გამყიდველი ბორჯომიდან
„ნაგავში ცხოვრობდით!“ - მიხეილ სააკაშვილი ახალციხელებს
ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]
‘ხალხი უნდა ჩამოვიდეს, სტიქია იყო, ომი ხომ არა’ – ადგილობრივები სტიქიის შემდეგ [Photo]
სერგეი გავრილოვი 'რედისონის' ტერიტორიიდან გაიყვანეს
ტურისტები ახალციხის ციხეზე მიუსაფარ ძაღლებთან ერთად [ფოტო/ვიდეო]