FM97.5 / LIVE

ახლადშექმნილი ინტერმუნიციპალური ააიპ–ი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.06.2019
სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ააიპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO), რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის იმუშავებს, კონკურსს სამ პოზიციაზე აცხადებს.

ახლადშექმნილი ინტერმუნიციპალური ააიპ–ი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

კონკურსზე განაცხადების მიღება 20 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება.

ინტერმუნიციპალური ააიპ–ი კონკურსით აღმასრულებელ დირექტორს, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერს, ასევე მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერს შეარჩევს.

კონკურსი, ორ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე აპლიკანტი 15 წუთიანი პრეზენტაციით წარსდგება საკონკურსო კომისიის წინაშე, სადაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების შესახებ საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს, მეორე ეტაპი გასაუბრება იქნება.

საკონკურსო კომისია მხარის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმების მსურველებს მოეთხოვებათ უმაღლესი განათლება, შესაბამის პოზიციაზე სამიდან ხუთ წლამდე მუშაობის გამოცდილება, ასევე რუსულის და ინგლისურის ცოდნა.

ახალი ააიპ–ი რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ–სთვის თანამშრომლების შესარჩევ კონკურსზე 47 განაცხადი შევიდა
ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს
კვირის აქცენტი: ახალი ააიპ-ი რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის [Video]
კვირის აქცენტი: ტურისტული ააიპ-ი და თანამშრომლების შერჩევის პროცესი [ვიდეო]
ახალქალაქის მერია საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსს კონკურსით შეარჩევს