FM97.5 / LIVE

სკოლის დირექტორი გათავისუფლებულ მასწავლებელთან მორიგებაზე უარს ამბობს

მთავარისიახლე, სამართალი 24.06.2019
ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლიდან, მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტის გამო, გათავისუფლებული პედაგოგის თემურ ხუციშვილის საქმეზე, სასამართლო განხილვები დაიწყო. პროცესებზე ჯამში 11 მოწმე დაიკითხება.

სკოლის დირექტორი  გათავისუფლებულ  მასწავლებელთან  მორიგებაზე უარს ამბობს

მასწავლებლის საქმეზე, რომელიც სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს, პირველი სასამართლო სხდომა დღეს, 24 ივნისს გაიმართა. მხარეებმა სასამართლო განხილვებისას დასაკითხი მოწმეების შუამდგომლობა დააყენეს.

გათავისუფლებული მასწავლებლის თეიმურაზ ხუციშვილის ადვოკატის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, სხდომებზე ექვსი მშობლის დაკითხვასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა.

„ეს მშობლები ხუციშვილმა გადაიბირა და იმას იტყვიან, რაც მას უნდა. ტელეფონის ნომრებს სამსახურიდან გათავისუფლებამდეც მთხოვდა და ვიცი, რომ მათ შორის საუბრები შედგა. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ უნდა დაიკითხნონ“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ. მოსამართლემ მოპასუხის არგუმენტები არ გაითვალისწინა და მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ასევე დაკმაყოფილდა დირექტორის და მისი ადვოკატის შუამდგომლობა სასამართლოზე დასაკითხ მოწმეებზეც. მოპასუხე მხარის ხუთი მოწმე დაიკითხება, მათ შორის არის, სკოლის მანდატური, პედაგოგები და დირექტორის მოადგილე ზოია ბალიაშვილი.

დღესვე, მხარეებს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მორიგებაც შესთავაზა, რაზეც დირექტორისაგან უარი მიიღო. ინგა ვარდიძის თქმით, ხუციშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება დისციპლინურმა კომიტეტმაც მიიღო და ეს სამართლიანი იყო.

შემდეგი სხდომა ოთხ ივლისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა და მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

თემურ ხუციშვილს სკოლა, მეხუთე კლასში მომხდარი ინციდენტის გამო, 28 დეკემბერს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა იმის გამო, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ძიება შეწყდა, რის შემდეგაც ხუციშვილმა, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით, სკოლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა
სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის პროცესზე მოწმეები არ მივიდნენ
თემურ ხუციშვილის პროცესზე მოსწავლეები და მასწავლებლები დაიკითხნენ
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა
თემურ ხუციშვილი: 'დირექტორი ჩემს წინააღმდეგ ბავშვებს წვრთნიდა'
მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე მასწავლებლებს დაკითხავენ
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო