FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში ანა ფრანკის გამოფენა მოეწყო

მთავარისაზოგადოება 13.09.2013
დღეს ახალციხის ციხის საგამოფენო დარბაზებში ანა ფრანკის სახლის (ამსტერდამი)ორი გამოფენა გაიხსნა: „იკითხე და წერე ანა ფრანკთან ერთად“ და „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“

ახალციხის ციხეში ანა ფრანკის გამოფენა მოეწყო
გამოფენა, რომელიც ძირითადად სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, საქართველოს 10 ქალაქში ექვსი თვის განმავლობაში ეტაპობრივად იმართებოდა. მათ შორის ახალციხე ბოლო აღმოჩნდა. აქ გამოფენა 18 სექტემბერს დასრულდება.

გამოფენასთან ერთად დღეს ციხეზე ანა ფრანკის ცხოვრების შესახებ ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

„პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებათა დაცვას და ტოლერანტობას. მოხარულები ვართ, რომ სხვა ქალაქების მსგავსად ეს გამოფენა ახალციხეშიც გაიხსნა“ - ამბობს პროექტის კოორდინატორი ახალციხეში ნინო ავეტისიანი.

პროექტის კოორდინატორის მაკა ჩაჩუას თქმით პროექტი სამ კომპონენტს მოიცავს: „ორი მოძრავი გამოფენა სხვადასხვა ასაკის მოზარდებისთვის, ასევე ანა ფრანკის წიგნი, რომელიც ითარგმნა ჰოლანდიურიდან ქართულ ენაზე და დარიგდა სკოლის ბიბლიოთეკებსა და საჯარო ბიბლიოთეკებში. მესამე კომპონენტი, რომელიც ეხლახანს დაიხურა, ეს იყო თავისუფალი თემის კონკურსი „ანა ფრანკი და მისი როლი ოცდამეერთე საუკუნეში“. სამი გამარჯვებული თვის ბოლოს გამოვლინდება და ამსტერდამში ანა ფრანკის სახლში სტუმრად გაემგზავრება“.

ახალციხის ციხეში ანა ფრანკის გამოფენა მოეწყო

[ოთარ აწყურელი, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში ანა ფრანკის სახლის გამოფენა მოეწყობა
ახალციხის სამხატვრო სკოლის გამოფენა ბათუმში
ახალციხის ციხეში ადგილობრივი მხატვრის გამოფენა გაიხსნა
ახალციხეში ლელა ფერაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
„ძველი და ახალი ახალციხე“ – გამოფენა "ახალციხის ციხეზე"
'ახალციხის ციხეზე' ქუთაისელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ახალციხის ციხეში