FM97.5 / LIVE

აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2019
აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციისას, აღმოაჩინეს, ქვა, რომელზეც ჯვარი იყო დამაგრებული, პირველადი მონაცემებით ჯვრის ბაზისზე „მეფეთ მეფე ბაგრატი“ აწერია.

აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, ქვა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში გაწმენდითი სამუშაოების დროს ნახეს: „ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ ტაძრის მნიშვნელობას“.

მისი თქმით, ხვალ, 25 ივნისს ადგილზე სპეციალისტები ჩავლენ და ქვის წარმომავლობას შეისწავლიან.

აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ამოყვანილია კედლები და სრულდება აღმოსავლეთ ფასადის მშენებლობა, რომელიც საკურთხეველის მხარეა. აღნიშნულ ფასადს ზუსტად ისეთი ფორმით აღადგენენ, როგორიც X-XI საუკუნეებში იყო. ტაძრის შიდა ნაწილში უკვე ამოყვანილია ექვსივე სვეტი.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უძველესი ტაძრების ხუთეულში შედის. 42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. სარესტავრაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება.

აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება
აწყურში სავარაუდოდ, მე–11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს
ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა
აწყურის ტაძრის რესტავრაცია [Photo]
ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება
აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება
აწყურის ტაძრის აღდგენა იწყება[Video]